ფარაბუნდო მარტი

ფარაბუნდო მარტი დაიბადა 1893 წლის 5 მაისს,ლა-ლიბერტადის დეპარტამენტში (სალვადორი),ოჯახში სადაც უდიდეს პატივს მიაგებდნენ ცნობილ კუბელ რევოლუციონერსა და პოეტს – ხოსე მარტის (1853-1895 წლები),რომელიც თავის მხრივ კუბის ეროვნული გმირია და მას დღემდე მოიხსენიებენ ზედსახელით “თავისუფლების მოციქული”.

ფარაბუნდოზე ოჯახურმა აღზრდამ უდიდესი გავლენა იქონია და რაც მას შემდგომში აქცევს ცნობილ სალვადორელ რევოლუციონერად და ლათინოამერიკული კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. (ავტორი გენია.ჯი) მასვე მიეკუთვნება ცნობილი გამონათქვამი: “ის რაც შეუძლებელია ისტორიაში დაიწეროს კალმით,იგი აუცილებლად უნდა დაიწეროს ხიშტით”.

სენტ-სესილიის საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,სან-სალვადორის უნივერსიტეტში ჩააბარა,სადაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო.ამასთანავე აქტიურად მოღვაწეობდა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებში.1923 წელს გვატემალაში ჩამოყალიბდა კომუნისტური პარტია,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფარაბუნდომ.ამავე ქვეყანაში მიმდინარე დიდტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში იგი დააკავეს,თუმცა მალევე გაანთავისუფლეს.მონაწილეობას იღებდა ნიკარაგუაში განვითარებულ პარტიზანულ ბრძოლაში (აუგუსტო სესარ სანდინოს ხელმძღვანელობით),ადგილობრივი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.მისმა თვადადებულმა ბრძოლებმა კი იგი სანდინოს ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად აქცია.მოგვიანებით მათ შორის იდეური შეუთავსებლობის გამო,მათო გზები გაიყარა.1930 წელს ფარაბუნდოს სამშობლოში სალვადორში,ჩამოყალიბდა კომუნისტური პარტია,რომელიც უდიდესი როლის მატარებელი გახდა ქვეყნის ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა,რომ თავად არანაირი ფორმალური პოსტი არ ეკავა იქ,იგი მაინც დიდი გავლენის მქონე პერსონად მიიჩნეოდა.1932 წელს,მუნიციპალურ არჩევნებში კომუნისტებმა გაიმარჯვეს,თუმცა დიქტატურამ მათ უარი განუცხადა არჩევნების შედეგების ცნობაზე,რამაც გამოიწვია აჯანყებისათვის მზადება.თუმცა აჯანყების დაწყებამდე სამი დღით ადრე დააკავეს სამი უმთავრესი ლიდერი აჯანყებისა – ლუნა,საპატა და თავად ფარაბუნდო მარტი.მიუხედავად ამისა აჯანყება დათქმულ დროს დაიწყო და მათ ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი დაიკავეს.სალვადორის ხელისუფლებამ კი საშინელი რეპრესიების განხორციელება დაიწყო.მიმდინარე ბრძოლებმა 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,ხოლო აჯანყების “ჩაქრობის” შემდგომ დაიწყო,ისტორიაში “თეთრი ტერორით” ცნობილი რეპრესიები,ამ მოვლენების დროს 20 000 ადამიანი იქნა დახვრეტილი.1932 წლის 1 თებერვალს,აჯანყების ორგანიზატორები ფარაბუნდო მარტი,ალფონსო ლუნა და მარიო საპატა ,სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად დახვრეტილ იქნენ. (ავტორი გენია.ჯი) 1980 წელს,ფარაბუნდო მარტის სახელი ეწოდა სალვადორის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს და ისინი სამხედრო-საბრძოლო წინაარმდეგობას უწევდნენ სალვადორის მმართველ რეჟიმს.საბოლოო ჯამში კი არნიშნული ორგანიზაცია 2009 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა.ფარაბუნდო მარტის სახელი კი სალვადორელთატვის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და სიმამაცის სინონიმად იქცა.