ხუან ევო მორალეს აიმა – “კაპიტალიზმის შესახებ”…
ხუან ევო მორალეს აიმა - წარმოადგენს ბოლივიელ პოლიტიკურ მოღვაწესა და ამ ქვეყნის პრეზიდენტს 2006 წლიდან დღემდე.იგი გახლავთ ეროვნებით აიმარა და პირველი ადგილობრივი მმართველია,ესპანეთის კოლონიზაციის პერიოდიდან მოყოლებული.
წარმომავლობით,ღარიბი გლეხის ოჯახიდანაა და ამ საკითხის ირგვლივ წერდა კიდეც: “ერთადერთი,რაც ჩვენს სახლში მუდმივად იდგა,ეს იყო სიმინდის ტომარა. (ავტორი გენია.ჯი) მისგან დედა გვიმზადებდა,საუზმეს,სადილსა და ვახშამს.დღესასწაულებზე კი დედა გამხმარი ხორცის პატარა ნაჭრებსაც გვაძლევდა”.
ევო მორალესი,ბუნების დიდი მოყვარული გახლავთ,ამასთანავე სხვა ლათინოამერიკული ქვეყნების მეთაურთა მსგავსად ერთ-ერთ უდიდეს წინაღობად კაცობრიობის განვითარებისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობისა “კაპიტალიზმს” მიიჩნევს გარდა ამისა მორალესი მას მიიჩნევს ბუნების წინააღმდეგ მიმართულ უმთავრეს ინსტრუმენტადაც.იგი ამის შესახებ აცხადებს:
“ყველაზე დიდ მტერს კაცობრიობისა,კაპიტალიზმი წარმოადგენს.კაპიტალიზმია ის მოვლენა,რომელიც იწვევს პროვოცირებას აჯანყებებისა და ხალხთა მასიური გამოსვლებისა.სწორედ ველური კაპიტალიზმია სათავე,პროტესტისა ჩვენი ქვეყნის წყობილებისა და ნეოლიბერალური სისტემის მიმართ.სახელმწიფოს,რომელსაც არ ძალუძს მინიმალური ჯანდაცვის,განათლებისა და საკვების მიცემა მოსახლეობისათვის,მაშინ უნდა ვაღიაროთ მთელმა მსოფლიომ,რომ ასეთ სახელმწიფოში ყოველდღიურად დაირღვევა ფუნდამენტური უფლებები ადამიანებისა.კაცობრიობას ორი ალტერნატიული არჩევანი აქვს: ან მიჰყვეს კაპიტალიზმის გზას,რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავს იგი,ან კიდევ იცხოვროს ბუნებასთან,ჰარმონიულად შერწყმულმა.ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი: კაპიტალიზმისა და დედამიწის განადგურებას შორის”. (ავტორი გენია.ჯი)