“კერინჩის ვულკანი”
“კერინჩის ვულკანი” - ინგლისურ ენაზე “Mount Kerici”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ინდრაპურა”,წარმოადგენს მოქმედ ვულკანს,ბარისანის ქედზე (ინდონეზიის კუნძული სუმატრა).აღნიშნული ვულკანი მიიჩნევა უმაღლეს მწვერვალად კუნძულ სუმატრისა და მისი სიმაღლე 3 800 მეტრია ზღვის დონიდან. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ იგი უმაღლესი წერტილია კუნძულ სუმატრასი,”კერინჩის ვულკანი” ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ინდონეზიისა.იგი განლაგებულია ჯამბის პროვინციაში,სუმატრას დასავლეთის ცენტრალურ ნაწილში,დასავლეთ სანაპიროდან 130 კილომეტრის მოშორებით.მის სამხრეთით კი უახლოესი ქალაქი გახლავთ პადანგი.კრატერის დიამეტრი 600 მეტრამდეა,კრატერის სიღრმე 400 მეტრამდეა და მასში წარმოიქმნა ეგრეთწოდებული “დროებითი ტბა”. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ამოფრქვევა ვულკან კერინჩიზე,დაფიქსირდა 1877 წელს,ხოლო უკანასკნელი კი 2009 წელს.