ედუარ ლეონ სკოტ დე მარტინვილი
ედუარ ლეონ სკოტ დე მარტინვილი დაიბადა 1817 წლის 25 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი წარმოადგენდა ფრანგ გამომცემელს,წიგნებით მოვაჭრესა და ბიბლიოთეკარს,რომლის სახელი დაკავშირებულია პირველი ხმისჩამწერი მოწყობილობის – “ფონოავტოგრაფის” შექმნასთან.1857 წლის 25 მარტს,საფრანგეთის ხელისუფლებამ მარტნვილს გადასცა პატენტი ნომრით N 17 897/31 470,რომლის თანახმადაც მარტინვილმა პირველმა გამოიგონა და დააპატენტა ხმისჩამწერი მოწყობილობა სახელწოდებით “ფონოავტოგრაფი”. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ფრანგული ხალხური სიმღერის,სახელწოდებით “Au clair de la lune,Pierot repondit”-ის,ათ წამიანი მონაკვეთის მოსმენა,მისი ჩაწერიდან ორასი წლის შემდეგ.როგორც ექსპერტებმა დაადასტურეს ამ უძველესი ჩანაწერის გაკეთება,სწორედ მარტინვილის მიერ გამოგონებული “ფონოავტოგრაფის” მეშვეობით განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო,აღნიშნული არტეფაქტის გამოგონებამ სამარადჟამოდ დაუმკვიდრა სახელი ედუარ ლეონ სკოტ დე მარტინვილს,როგორც ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებლისა.სწორედ “ფონოავტოგრაფი” გახდა შემდგომში,გრამაფონისა და ფონოგრამის დაარსების საფუძვლის ჩამყრელი.მარტინვილი გარდაიცვალა 1879 წლის 26 აპრილს პარიზში.