“ყველაზე დიდი წყალდიდობა ისტორიაში”
“წყალდიდობა” დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ უდიდესს სტიქიურ უბედურებად კაცობრიობის ისტორიაში.მის მიერ მიყენებული ზარალი,უმთავრესად ადამიანთა სიცოცხლისა,ხშირ შემთხვევებში ათეულ ათასობით მსხვერპლის მომტანია,რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ და ფინანსურ ზარალზე.
ყველაზე დიდ წყალდიდობად,რომელიც ისტორიაში დაფიქსირებულა,მიიჩნევა ჩინეთში 1931 წელს მომხდარი სტიქია.კერძოდ მდინარეების ხუანხესა და იანცზის ადიდება.აღნიშნული მდინარეებისათვის წყალდიდობა იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს,თუმცა რაც 1931 წელს მოხდა,ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია მდინარე იანცზი ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა მსოფლიოში და სიგრძით მესამე მდინარეა დედამიწაზე,ნილოსისა და ამაზონის შემდეგ (მისი სიგრძე 6380 კილომეტრია).ხოლო მდინარე ხუანხე,რომელსაც “ყვითელ მდინარედაც” მოიხსენიებენ,ასევე უდიდეს მდინარეს წარმოადგენს,რომლის სიგრძე 5464 კილომეტრს შეადგენს და იანცზის მსგავსად,საკმაოდ “კაპრიზულ” მდინარედაც მიიჩნევა.იგი იმდენად ხშირად გადმოდის კალაპოტიდან და იმდენად დიდია ზარალი მის მიერ მიყენებული,რომ მას სახელად “ჩინეთის სევდაც” კი უწოდეს.ზაფხულობით,წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქრის ქარი,რომელიც ხშირად იწვევს წვიმების სეზონს ჩინეთში.სწორედ ამ პერიოდში იწყება აღნიშნულ მდინარეებზე წყალდიდობები.1931 წელს,მუსონური წვიმების შედეგად,მდინარეების დამბებმა ვერ გაუძლეს წყლის ესოდენ მატებას და ისინი კალაპოტიდან გადმოვიდნენ.საერთო ჯამში ამ უდიდესმა წყალდიდობამ 40 მილიონი ადამიანი დააზარალა.წყლის ქვეშ მოექცა 333 ათასი ჰექტარი ხმელეთისა,რამაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სრული განადგურება გამოიწვია.წყალდიდობამ და მის მიერ მოტანილმა უზარმაზარმა ზარალმა (შიმშილობამ,ეპიდემიამ და ასე შემდეგ),საერთო ჯამში 3,7 მილიონი ადამიანის მხვერპლი გამოიწვია.წყალდიდობა იმდენად მასიური სახის იყო,რომ ჩინეთის ზოგიერთ პროვინციებში წყალი 6 თვის მანძილზეც კი არ დაბრუნებია კალაპოტს.ყველაზე დიდი ზიანი კი მაინც,მიადგა ჩინურ ქალაქ გაოიუს,სადაც მის სიახლოვეს მდებარეობდა ტბა,რომლის დამბებმაც ვერ გაუძლეს წყლის ნაკადს და დაინგრენ.მათმა განადგურებამ კი ქალაქის 10 000 მაცხოვრებლის გარდაცვალება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) 1931 წლის საშინელი წყალდიდობის მსხვერპლთა სახსოვრად,ქალაქ გაოიუში 2003 წლის დეკემბერში გახსნილი იქნა მემორიალური მუზეუმი.1931 წლის ჩინეთის წყალდიდობა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდ წყალდიდობადაა მიჩნეული.მისი შედეგები კი დაღუპული ადამიანებისა და განადგურებული ინფრასქტრუქტურების მხრივ განუზომლად დიდია დღემდე.