ხუანა I შეშლილის “ბიოგრაფიიდან”…
ხუანა I შეშლილი (1479-1555 წლები) – წარმოადგენდა კასტილიისა და ლეონის სამეფოს დედოფალს და ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე I ლამაზის მეუღლეს.იგი ქალიშვილი იყო სიცილიისა და ნეაპოლის კათოლიკე მეფის ფერდინანდ II არაგონელის და კასტილიის დედოფლის იზაბელა კასტილიელისა,რომელთა ქორწინებამაც სათავე დაუდო ესპანეთის ფაქტიურ გაერთიანებას.1502 წელს იზაბელა კასტილიელმა ანდერძად დაიტოვა,რომ კასტილიის ერთადერთი ტახტის მემკვიდრე ხუანა უნდა ყოფილიყო.თუმცა სახელმწიფოს მართვას მისი ქალიშვილის სახელით,იმ შემთხვევაში თუკი იგი ამ მისიას თავს ვერ გაართმევდა,ფერდინანდ II არაგონელი წარმართავდა. (ავტორი გენია.ჯი) იზაბელას გარდაცვალების შემდგომ 1505 წელს,ანდერძის თანახმად სამეფო ტახტზე ხუანა ავიდა.მისმა მეუღლე ფილიპმა კი გამოაცხადა,რომ სამეფოს მართვას ხუანა არა მამასთან ერთად,არამედ თავად ფილიპესთან ერთად გააგრძელებდა.ამ მოვლენამ კი ფილიპე I პირველ მეფედ აქცია კასტილიისა ჰაბსბურგთა დინასტიიდან.1506 წელს ფილიპე ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა.ამ მოვლენებმა,ისედაც ფსიქიკურად ისედაც არამდგრად ხუანაზე,საბოლოოდ დამღუპველი შედეგები იქონია.ისტორიკოსთა უმრავლესობა ირწმუნება,რომ იგი ჭკუიდან შეიშალა. (ავტორი გენია.ჯი) მან მეუღლის სასახლე მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოატარა და არავის აძლევდა ნებას მისი დაკრძალვისა.პერიოდულად კი იგი მეუღლის კუბოს ახსნევინებდა და გარდაცვლილთან ერთად წვებოდა.დიდი ხნის მანძილზე არავის აძლევდა საშუალებას მეუღლის დაკრძალვისა.ცნობილია ის ფაქტიც,რომ ამ პერიოდში იგი ფეხმძიმობის ბოლო თვეში იყო,მიუხედავად ამისა სამგლოვიარო პროცესიას,რომელსაც ხუანა უდგა სათავეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა გარდაცვლილი მეუღლის ნეშტთან ერთად.იგი იმდენად ეჭვიანობდა გარდაცვლილ მეუღლეზე,რომ მის კუბოს არც ერთ მანდილოსანს არ აკარებდა.ასევე მკაცრად აკრძალა ფილიპეს გარდაცვლილი სხეულის ბალზამირებაც.როგორც ცნობილია იგი გარდაცვლილი მეუღლის კუბოს სამი წლის განმავლობაში დაატარებდა სხვადასხვა ქალაქებში.შემდგომმა კვლევებმა დაადასტურეს რომ ხუანა ტიპიური შიზოფრენიით იყო დაავადებული,იყო ასევე მოსაზრებები,რომ იგი ნეკროფილი გახლდათ,თუმცა ამ დიაგნოზს ზუსტად ვერ ადასტურებენ,რადგან ზოგიერთი ისტორიკოსის გადმოცემის თანახმად ხუანას ავადმყოფობა გაზვიადებული იყო,იმისათვის რომ ქვეყნის მართვა მის ნათესავებს ჩაეგდოთ ხელში და სწორედ ამისათვის ჭირდებოდათ მისი ტახტიდან იზოლირება. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ხუანა გამომწყვდეულ იქნა მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე.ქვეყანას კი მამამისი და მისი უფროსი ვაჟი განაგებდნენ.ხუანა I შეშლილი,როგორც ის ისტორიაშია ცნობილი, გარდაიცვალა 1555 წელს 73 წლის ასაკში,ტორდესიალის სასახლეში გამოკეტილი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჰაბსბურგთა დინასტიის მომდევნო თაობებშიც ანალოგიური დაავადებები უცხო არ იყო,რამაც ამ დინასტიას “ცუდი მემკვიდრეობის” სახელიც კი მოუტანა.