ტიციანო ვეჩელი – “ეკლის გვირგვინის დადგმა”

“ეკლის გვირგვინის დადგმა” - წარმოადგენს უნიკალურ ნამუშევარს გენიალური იტალიელი მხატვრის,აღორძინების ეპოქისა - ტიციანო ვეჩელისი (1488-1576 წლები).იგი დახატულ იქნა 1542-1543 წლებში და შესრულებულ იქნა ზეთის საღებავით ტილოზე.სურათის სიმაღლე 303 სანტიმეტია,ხოლო სიგანე 180 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) იგი ასახავს სიუჟეტს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს თავზე “ეკლის გვირგვინის” დადგმისა,რომაელი ჯარისკაცების მიერ.ტიციანომ აღნიშნული ტილო დახატა მილანში მდებარე,სანტა-მარია-დელე-გრაციეს დომინიკური მონასტრის სამლოცველოსათვის,ამავე მონასტრის საძმოს შეკვეთის საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ამავე მონასტერშია წარმოდგენილი გენიალური ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული “საიდუმლო სერობის” ფრესკა.1797 წელს,მას შემდეგ რაც ნაპოლეონის არმიამ დაიკავა მილანი,ტილო გადატანილ იქნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და დღესდღეობით იგი დაცულია მსოფლიოში სახელგანთქმულ ლუვრის უდიდესს მუზეუმში (დენონის გალერეის განყოფილება).