ალბრეხტ ალტდორფერი
ალბრეხტ ალტდორფერი დაიბადა 1480 წელს გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში,სადაც მამამისმა ულრიხ ალტდორფერმა რამდენიმე წლით ადრე მიიღო რეგენსბურგის მოქალაქის სტატუსი.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ მხატვარს,ოსტატს ფერწერისა და გრავიურისა,რომლის ძირითადი შემოქმედებითი მოტივები გახლდათ ისტორიული და რელიგიური სიუჟეტები.მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტილოდ აღიარებულია გრანდიოზული სურათი “ალექსანდრას ბრძოლა”,რომელიც მხატვარმა 1528-1529 წლებში დახატა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ ალბრეხტი დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად “დუნაის სამხატვრო სკოლისა”.1491 წელს,ალტდორფერის ოჯახი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა,რის გამოც მან უარი განაცხადა რეგენსბურგის მოქალაქეობაზე და ქალაქიდან მიემგზავრება.მიუხედავად ამისა 1505 წელს იგი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და იბრუნებს მოქალაქეობასაც.როგორც ცნობილი არის,ალბრეხტი თავის ადრინდელ ნამუშევრებზე არანაირ ინიციალებს არ ტოვებდა,თუმცა 1506 წლის შემდეგ მან დაიწყო თავისი მონოგრამების გამოსახვა ტილოებზე,რომელიც ძალიან წააგავდა გენიალური ალბრეხტ დიურერის მონოგრამას. (ავტორი გენია.ჯი) აღიარება მხატვარმა 1507 წელს შესრულებული ტილოებისაგან მოიპოვა და მას შემდეგ იგი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გერმანელ მხატვრადაც იქცა.1517 წლიდან,ალბრეხტი მუშაობას იწყებს რეგენსბურგის ქალაქის საბჭოში სხვადასხვა თანამდებობებზე,თუმცა ამას მისი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ხელი არ შეუშლია და იგი კვლავ აქტიურად იყო ჩართული სახვით ხელოვნებაში.15281-1529 წლებში კი მან შექმნა ტილო,სახელწოდებით “ალექსანდრას ბრძოლა”,რომელმაც საბოლოოდ უკვდავყო მისი სახელი,როგორც უდიდესი მხატვრისა.ალბრეხტ ალდორფერი გარდაიცვალა 1538 წლის 14 თებერვალს,მშობლიურ ქალაქ რეგენსბურგში,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც.
ალბრეხტ ალტდორფერის შემოქმედება