გივი მაღულარია – “ქეთევან დედოფლის შეგებება ჯალათებთან”
“უეცრად მდუმარება მეხნაკრავ ხესავით გაიპო,აფეთქდა.დაყრუებულ დერეფანში ფეხის ხმა გაისმა.მოაბიჯებდა ძალადობა,სულის ამომხდელი ტკივილი,მოაბიჯებდა ძალადობა,სულის ამომხდელი ტკივილი,მოაბიჯებდა ისე უკმეხად,რომ განთიადი უკან იხევდა,ფითრდებოდა.მკვეთრი,შემზარავი ბგერები ჯერ ტვინს დაეპატრონა,უმოწყალოდ კორტნიდა,შემდეგ კი მთელი ძალით დააწვა მხრებზე და წააქცია.გათელილი,ნაგვემი სხეული მჩვარივით ეგდო კუთხეში.ჭერი და კედლები ირყეოდა,ღია სარკმლიდან დღის სინათლე იღვრებოდა.მოკუნტულ,ერთ მუჭად შეკრულ სხეულს არაფრის გაგონება,არავის დანახვა არ უნდოდა – ეშინოდა ცეცხლის,რკინის,სიკვდილის,მაგრამ სული არ ცხრებოდა,არ დრკებოდა და უეცრად შადრევანივით ამოიფრქვა,შედედებული სივრცე გააპო,სვეტად აღიმართა.მის აღმა სვლას ვერც მძიმე ნაბიჯების ხმა აბრკოლებდა და ვერც ჭერი აკავებდა.ეტანებოდა სამყაროს უსასრულო დერეფნებს,ცას და სინათლეს,რწმენასა და სიცხადეს,ნაგვემ სხეულს ისეთი ძალით ეწეოდა მაღლა,რომ თვალის დახამხამებაში ფეხზე წამოაყენა.(ავტორი გენია.ჯი) გამაწამებელი ღამის ნარჩენები დღის სინათლემ გაფანტა,დაფერდებული ქვეყანა გასწორდა,ხოლო როცა ჯალათებმა კარი შემოაღეს,სულის მეტი მას უკვე აღარაფერი გააჩნდა”.(ავტორი გენია.ჯი)