“უები-შაბელე”

“უები-შაბელე” - წარმოადგენს მდინარეს აფრიკის კონტინენტზე და იგი მიედინება სომალისა და ეთიოპიის ტერიტორიებზე.სათავეს ეთიოპიაში იღებს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის 1000 კილომეტრზე მიედინება.იგი გახლავთ ინდოეთის ოკეანის აუზი და სწორედ ამ ოკეანეში ჩაედინება.მისი საერთო სიგრძე 1600 კილომეტრია,ხოლო მდინარის აუზის საერთო ფართობი 194 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. (ავტორი გენია.ჯი) აქვს რამდენიმე შენაკადი,როგორც სეზონური მდინარეების სახით,ასევე მუდმივად მდენი მდინარეების სახითაც.მათ შორის მისი უმნიშვნელოვანესი შენაკადებია: ერერი,უაბი და გალეტი.”უები-შაბელეს” წყალი მდიდარია სხვადასხვა სახეობის თევზით,ხოლო მისი სანაპიროები წარმოადგენენ ულამაზეს აფრიკულ სავანებს.შესაბამისად მდინარის თევზი გამოიყენება სარეწაოდ,ხოლო წყალს ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო სამეურნეო სავარგულების სარწყავად იყენებს. (ავტორი გენია.ჯი)