“ანტიმაკიაველი”
“ანტიმაკიაველი” - წარმოადგენს ფილოსოფიურ თხზულებას პრუსიის მეფის ფრიდრიხ II “დიდის” (1712-1768 წლები),რომელსაც ზედსახელად მოიხსენიებდნენ,როგორც “ბებერი ფრიცი”.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი დიდი ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და ფილოსოფოსის ფრანსუა მარი არუეს,იგივე ვოლტერისა (1694-1778 წლები).აღნიშნული ფილოსოფიური თხზულება გახლავთ კრიტიკის შემცველი,რენესანსის ეპოქის უდიდესი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნისა და ფილოსოფოსის – ნიკოლო დი ბერნანდო მაკიაველის,ყველაზე ცნობილი ნაშრომისა,სახელწოდებით “მთავარი”, (ავტორი გენია.ჯი) სადაც მაკიაველი ქადაგებს,რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით,იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება დაკარგოს ყველაფერი.”ანტიმაკიაველი” დაწერილ იქნა 1739-1740 წლებში და პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1740 წელს,მას შემდეგ ძალიან მალე რაც ფრიდრიხმა დაიკავა პრუსიის ტახტი.აღნიშნულ თხზულებაზე მუშაობა ფრიდრიხმა მას შემდეგ დაიწყო,რაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.ცნობილია,რომ “ანტიმაკიაველის” შექმნამდე,იგი ადრეულ ასაკში გაეცნო “მთავარს”,თუმცა ვოლტერთან თანამშრომლობამ,რომელიც ასევე არ იზიარებდა მაკიაველის შეხედულებებს,მას შთააგონა შეექმნა “ანტიმაკიაველი”.ფრიდრიხის მიერ მიწერილ წერილში ვოლტერისადმი,რომელიც 1738 წლით თარიღდება,იგი მას უმხელს,რომ დაწეროს მაკიაველის საწინააღმდეგო თეზისები და 1739 წელს იწყებს კიდეც წერას.მას შემდეგ რაც ვოლტერი გაეცნო “ანტიმაკიაველს”,მან მრავალი შესწორება შეიტანა ფრიდრიხის მიერ დაწერილ ტექსტებში.ვოლტერის შემოქმედების პირადმა გამომცემელმა ვან დიურენმა,გამოსცა როგორც ფრიდრიხის მიერ დაწერილი “ანტიმაკიაველი”,ასევე მან გამოსცა ვოლტერის მიერ შესწორებული,ანუ ერთობლივი (კომბინირებული) ტექსტები ამ ნაშრომისა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ფრიდრიხის მიერ დაწერილმა თხზულებამ დიდი ავტორიტეტი შესძინა მას და დიდი მოწონებაც დაიმსახურა მკითხველში.ფრიდრიხი აკრიტიკებდა მაკიაველის თხზულებას,მორალის კუთხით,რადგან მაკიაველის მიერ შემოთავაზებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმას არაობიექტურად მიიჩნევდა.თავად ფრიდრიხის შეხედულებები ძირითადად ემყარებოდა აღორძინების ეპოქის იდეებსა და სახელმწიფო მოხელეთა კეთილშობილური ზრახვების პრინციპებს.ფრიდრიხის მოსაზრებით მაკიაველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინტრიგებს,რაც მისი აზრით სახელმწიფოს ვნებდა.ფრიდრიხ II-ს მიერ დაწერილი “ანტიმაკიაველი”,დღემდე დიდ ყურადღებას იქცევს,როგორც მეცნიერებში ასევე პოლიტიკოსებსა და სხვა სოციალური ფენის ადამიანებში.დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო,იგი მრავალ უცხო ენაზე იქნა თარგმნილი და გამოცემული. (ავტორი გენია.ჯი)