უილიამ შექსპირი – “სონეტი XXVIII”

ალბათ,დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,

არ მეღირსება დამშვიდება,ალბათ,აროდეს,

დღე – შრომით მქანცავს,ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,

მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.

***

დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,

ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,

დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დარარა,

ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცლება.

***

რადგან დღე-ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,

დღეს ვეუბნები,რომ შენა გგავს ზეცის ფერია,

ღამეს ვარწმუნებ,როცა მინდა მისი მოსყიდვა,

რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.

***

დღე კვლავ მაწამებს,ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,

და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.