“იშტაბი”

“იშტაბი” - წარმოადგენდა უძველესი მაიას ხალხის მოთოლოგიურ ქალღმერთს და აზრობრივად გამოსახავდა “ჩამოხრჩობილთა (თვითმკვლელთა) მფარველ ღვთაებას”.გარდა ამისა იგი მიიჩნეოდა “მსხერპლთშეწირვის” ღვთაებადაც და მისი სახელი ასოცირდებოდა მთვარის დაბნელებასთან. (ავტორი გენია.ჯი) მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთ ხელნაწერი იმ ოთხ ხელნაწერთაგან,რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელიც ცნობილია “დრეზდენის კოდექსის” სახელით (დაცულია დრეზდენის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში),იშტაბი გამოსახულია ჩამოხრჩობილი ადამიანის სახით,ყელზე შებმული თოკით (ზემოთ გამოსახული სურათი).მაიას ხალხის წარმოდგენით “სუიციდი” არ წარმოადგენდა პოზიტიურ მოვლენას,ისევე როგორც მსხვერპლთშეწირვა.მაიას ცივილიზაციის ხალხისათვის იშტაბი წარმოადგენდა,თვითმკვლელებისათვის ერთგვარ “ფსიქოპომპს” (სულის მეგზურს) გარდაცვლილთა სამყაროში. (ავტორი გენია.ჯი) ინდიელთა ფოლკლორში იგი წარმოადგენდა ბოროტ ქალის სულს,რომელიც მამაკაცებს იტყუებდა ტყეში და შემდეგ მათ იქ უსწორდებოდა.დღევანდელობაში იშტაბი წარმოადგენს რამდენიმე ფანტასტიკური ლიტერატურული ნაწარმოების გმირს,რომელიც რაღა თქმა უნდა მაიას ხალხის მითოლოგიური გადმოცემის მიხედვით იქნა ასახული ამა თუ იმ ნაწარმოებში.