ჰაშემ აგაჯარი – “ეპიზოდი”
ჰაშემ აგაჯარი - რომელიც წარმოადგენს ცნობილ და გამოჩენილ ირანელ მეცნიერს,ისტორიის პროფესორსა და თეირანში მდებარე “თარბიიტაის მადარესის უნივერსიტეტის” ერთ-ერთ საუკეთესო პროფესორს.2002 წლის 19 ივნისს,ჰაშემი სტუდენტებს უტარებს ლექციას ქალაქ ჰემდანში,სადაც აფიქსირებს თავის აზრს ირანის ისლამური რესპუბლიკის აუცილებელი რეფორმაციის და ისლამური რელიგიური კანონების მოდერნიზაციის შესახებ.ამასთანავე ლექციაზე იგი მოუწოდებს სტუდენტებს,ბრმად არ გაჰყვნენ რელიგიური ლიდერების მოწოდებებს. (ავტორი გენია.ჯი) ლექციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში იგი დააკავეს.სასამართლო სხდომები დახურული იყო და ფართო საზოგადოებისათვის მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ვერდიქტი გახდა ცნობილი.ჰაშემ აგაჯარის მხოლოდ და მხოლოდ აზრის დაფიქსირებისათვის (რაც მას ღვთისგმობად და მკრეხელობად ჩაუთვალეს),სასამართლომ “სიკვდილით დასჯა” მიუსაჯა.ადვოკატები,რომლებმაც ჰაშემს სთხოვეს განაჩენის გასაჩივრება,მიიღეს უარი მსჯავრდებულისაგან.მან ადვოკატებს განუცხადა,რომ იგი თავს არ თვლიდა დამნაშავედ და შესაბამისად არ აპირებდა არანაირი აპელაციების დაწერას.თუ კი სასამართლო ფიქრობდა,რომ ამის გამო ადამიანი სიკვდილით უნდა დასჯილიყო,დაე იგი სიკვდილით დაესაჯათ.პროფესორის სასიკვდილო განაჩენმა ირანში უდიდესი საპროტესტო ტალღა ააგორა (ძირითადად ახალგაზრდებში).განსაკუთრებით აქტიურობდა ირანის ახალგაზრდული მოძრაობა “ბასეჯი”.მალევე სტუდენტებს შეუერთდა პროფესორ-მასწავლებლები და სასამართლოს მოსთხოვეს განაჩენის გადახედვა.განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების ყურადღებაც დაიმსახურა.ირანის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა მოჰამედ ჰატამმა,საჯაროდ განაცხადა მისი უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ.აღნიშნული ფაქტით,ასევე დაინტერესდა მსოფლიოში მოქმედი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ირანის მთავრობას მოუწოდა,უსამართლოდ დასჯილი ჰაშემისათვის გამოტანილი განაჩენის გადახედვა.პროცესში ჩაერთო,ირანში ყველაზე გავლენიანი რელიგიური ლიდერები,მათ შორის აიათოლა ალი ჰამეინი,რომელიც იძულებული გახდა მოეწოდებინა სასამართლოსათვის საქმე ხელახალ ძიებაში დაებრუნებინა.ჰაშემის საქმე ხელახალ ძიებაში დაბრუნდა და იგი ორი წელი ძიებაში იყო.ჰაშემმა უარი განაცხადა დახურულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისაგან,მიუხედავად ამისა ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და მას სიკვდილით დასჯა გაუუქმა,თუმცა მაინც საპატიმროში დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით იგი გაანთავისუფლეს პატიმრობიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაჯილდოებულ იქნა მრავალი პრემიითა და ჯილდოთი.