გოლდა მეიერი – “ეპიზოდი”
გოლდა მეიერი (1898-1978 წლები),წარმოადგენდა ლეგენდარულ ებრაელ სახელმწიფო მოღვაწესა და ისრაელის რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრს 1969-1974 წლებში.იგი გახლდათ იმ 37 ადამიანს შორის ერთ-ერთი,რომელმაც ხელი მოაწერა “ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას”,მათ შორის 35 მამაკაცი იყო და მხოლოდ ორი იყო მანდილოსანი,თავად გოლდა მეიერი და რახელ კოენ-კაგანი.როგორც ცნობილია, (ავტორი გენია.ჯი) ისრაელის პირველმა პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა,1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებელი ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და ამავე დღეს მოხდა “დამოუკიდებლობის დეკლარაციის” რატიფიცირება.ამ მოვლენით აღფრთოვანებული გოლდა მეიერი წერდა:
“ისრაელის სახელმწიფო! ჩემი თვალები ცრემლებით აღივსო,ხელები მითრთის,ჩვენ ებრაელმა ერმა ეს შევძელით.ჩვენ ებრაელებმა რეალობათ ვაქციეთ ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მე გოლდა მეიერი ყოველივე ამის მომსწრე კი არა თანამონაწილე შევიქენი.რაც არ უნდა მოხდეს,რა ფასის გადახდაც არ უნდა მოგვიწიოს,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო.გილოცავთ ებრაელო ხალხო! დასრულდა ჩვენი ერის დევნა და შეიქმნა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო”. (ავტორი გენია.ჯი)