“თეტისის ოკეანე”
“თეტისის ოკეანე” - წარმოადგენდა უძველეს ოკეანეს დედამიწაზე – მეზოზოურ ერაში,რომელიც დაიწყო 230 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა,დაახლოებით 163 მილიონი წელიწადი.იგი მდებარეობდა ჰიპოთეზური კონტინენტების გონდვანასა (დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში) და ლავრაზიას შორის (ამ ორ კონტინენტად დაიშალა პანგეა “სუპერკონტინენტი” მეზოზოურ ერაში). (ავტორი გენია.ჯი) გეოლოგიის განვითარებამ,მეცნიერებას საშუალება მისცა იმ პერიოდების ნაშტების (რომლებიც საკმაოდ მრავლად იქნა აღმოჩენილი ევროპასა და აზიაში),დაახლოებითი დათარიღებისა.1893 წელს,ავსტრიელმა გეოლოგმა ედვარდ ზიუსმა წამოაყენა თეორია,რომლის თანახმადაც არსებობდა უძველესი ოკეანე,რომელსაც ერთ-ერთი ბერძნული ღვთაების – თეფიდას (მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც – თეტისი),სახელი “თეტისის ოკეანე” უწოდა.მიუხედავად ამისა,გეოსინკლინის თეორიიდან გამომდინარე,XX საუკუნის 70-იან წლებამდე,ახალი გლობალური ტექტონიკის თეორიის ჩამოყალიბებამდე,მას მეცნიერები არა ოკეანედ,არამედ გეოგრაფიული სახელწოდებით: “სისტემურ წყალსაცავად” მოიხსენიებდნენ.მას შემდეგ,რაც ჩამოყალიბდა ახალი გლობალური ტექტონიკის თეორია,ფაქტიურად დადასტურებულ იქნა უძველესი და უზარმაზარი ოკეანის არსებობა დედამიწაზე,გვიანი პალეოზიური ერასა და მეზოზოურ ერებში,დაახლოებით 320 მილიონი წლიდან – 66.5 მილიონ წლებამდე პერიოდებში და იგი ჰყოფდა ლავრაზიასა და გონდვანას კონტინენტებს ერთმანეთისაგან. (ავტორი გენია.ჯი) დაახლოებით 280 მილიონი წლის წინათ – გონდვანას გამოეყო,ეგრეთწოდებული ქიმერული მატერიკი.მასიურმა გეოლოგიურმა ცვლილებებმა დედამიწაზე,გამოიწვია ოკეანეებისა და კონტინენტების თანამედროვე სახის წარმოქმნა.აღსანიშნავია ისიც,რომ თეტისის ოკეანის არსებობას,ორ ეტაპად ყოფენ,კერძოდ: პალეოთეტისად,რომელიც არსებობდა 320-260 მილიონი წლის წინათ და ნეოთეტისად,რომელიც არსებობდა 200-66.5 მილიონი წლების წინათ.ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეების გაფართოებამ,66.5 მილიონი წლის წინათ საბოლოოდ შეწყვიტა “თეტისის ოკეანის” არსებობა,რადგან გონდავანი და ლავრაზია ერთმანეთს შეერწყა,რამაც სათავე დაუდო ალპიურ-ჰიმალაური მთათა სარტყლის ჩამოყალიბებას,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ხმელთაშუაზღვისპირული ნაოჭებიანი სარტყელი” და იგი მოიცავს პირენეის ნახევარკუნძულს,ალპებს,კარპატებსა და ჰიმალაის რეგიონებს. (ავტორი გენია,.ჯი) კონტინენტების ერთმანეთთან შეჯახებებმა და შერწყმამ კი “თეტისის ოკეანეს”,ფაქტიურად ოკეანის ფუნქცია “ჩამოართვა”,თუმცა იგი დიდი ხნის მანძილზე მაინც მოიცავდა მცირე ნაწილს ევრაზიისა.დღევანდელ დღემდე,აღმოსავლეთი ნაწილი ხმელთაშუა ზღვის,შავი ზღვის,კასპიის ზღვის,სპარსეთის ყურისა და მალაის არქიპელაგი თეტისის ოკეანის “ნარჩენებადაა” მიჩნეული.