ანა ტატჰილ სიმს ჰარისონი
ანა ტატჰილ სიმს ჰარისონი დაიბადა 1775 წლის 25 ივლისს,მორისტოუნსი (ნიუ-ჯერსის ტატი.ამერიკა).იგი წარმოადგენდა,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-9 პრეზიდენტის (1841 წლის 4 მარტიდან – 4 აპრილამდე პერიოდში) – უილიამ ჰენრი ჰარისონის (1773-1841 წლები),მეუღლეს და ამავე ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ბენჯამინ ჰარისონის ბებიას.იგი “თეთრი სახლის პერველი ლედი” გახლდათ მეუღლის,მცირე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში,თუმცა ფორმალურად,რადგან თეთრ სახლში იგი იმ ერთი თვის განმავლობაშიც კი ავადმყოფობის გამო ერთხელაც არ მისულა.შესაბამისა “თეთრი სახლის” დიასახლისის ფუნქცია მას არ შეუსრულებია.ანას მშობლები იყვნენ: მამა – ჯონ კლევ სიმსი,ხოლო დედა – ანა ტატჰილ სიმსი.დედა ერთი წლის ასაკში,1776 წელს გარდაეცვალა,მამა კი სამხედრო გახლდათ ბრიტანული არმიისა,რის გამოც მასზე მზრუნველობა,ლონგ-აილენდში მცხოვრებმა ბებიამ და ბაბუამ აიღეს. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობა ლონგ-აილენდში გაატარა,სადაც საკმაოდ კარგი განათლება მიიღო,რაც იმ პერიოდში ერთობ იშვიატი მოვლენა გახლდათ მანდილოსნისათვის.13 წლის ასაკსი,მამასთან და დედინაცვალთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნორტ-ბენდში,ოჰაიოს შტატში.1795 წლის აპრილში გაიცნო,მისი მომავალი მეუღლე უილიამ ჰენრი ჰარისონი,რომელიც იმ პერიოდში ამერიკული არმიის ლეიტენანტი გახლდათ და ნორტ-ბენდში სამხედრო მისიით იყო მივლენილი.ამავე პერიოდში მატ ერთმანეთი სეუყვარდათ და მიუხედავად მამის მხრიდან წინააღმდეგობისა,ისინი მაინც შეუღლდნენ 1795 წლის 22 ნოემბერს.მათ ერთად თანაცხოვრების პერიოდში 10 შვილი შეეძინათ,6 ვაჟი და 4 გოგონა.როდესაც ანას მეუღლე უილიამი არჩეულ იქნა ამერიკის პრეზიდენტად,იგი საკმაოდ მძიმე დაავადებით იყო შეპყრობილი,რის გამოც მეუღლის ინაუგურაციას ვერ დაესწრო.ამიტომ უილიამს ამ დროს თან ახლდა მისი რძალი (ვაჟის მეუღლე) – ჯეინ ირვინ ჰარისონი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პრეზიდენტის პოსტზე უილიამმა მხოლოდ ერთი თვე იმოღვაწა,რადგან 1841 წლის 4 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა.იგი ამერიკის ისტორიაში დღემდე შესულია,როგორც ყველაზე ხანმოკლე ვადით მყოფი პრეზიდენტი ამერიკისა.ზემოთ აღნიშნული მოვლენების გამო ანა “თეთრ სახლში” ერთხელაც კი არ ყოფილა და შესაბამისად ვერ შეასრულა “პირველი ლედის” ფუნქციებიც. (ავტორი გენია.ჯი) მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი ვაჟთან – ჯონ სკოტ ჰარისონთან ერთად ცხოვრობდა ნორტ-ბენდში.სწორედ ამ პერიოდში,ამერიკის პრეზიდენტმა – ჯონ ტაილერმა,ხელი მოაწერა კანონპროექტს,რომლის თანახმადაც უილიამის ქვრივს – ანას,დაენიშნა პენსია და მის სახელზე გაიცა გრანტი 25 000 დოლარის ოდენობით.ანა ტატჰილ სიმს ჰარისონი გარდაიცვალა 1864 წლის 25 თებერვალს,88 წლის ასაკში.იგი დაკრძალულ იქნა მეუღლის გვერდით,ნორტ-ბენდის სახელმწიფო მემორიალის აკლდამაში.