ჟან-ბატისტ გრიოზი – “მამობრივი შეჩვენება”
“მამობრივი შეჩვენება” - წარმოადგენს დიდებულ ტილოს,შექმნილს 1777 წელს გენიალური ფრანგი მხატვარ-ჟანრისტის ჟან-ბატისტ გრიოზის (1725-1805 წლები) მიერ.ტილოზე გამოსახულია ოჯახური დრამის ეტიუდი,სადაც ვაჟი მამას უცხადებს სამხედრო სამსახურში მოხალისედ წასვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ,რის შესახებაც სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება მამის მხრიდან და მამა მას ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის “შეაჩვენებს”. (ავტორი გენია.ჯი) მამა-შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შეჩერებას კი ოჯახის სხვა წევრები ცდილობენ.ტილოს სიმაღლე 130 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 162 სანტიმეტრი.აღნიშნული მოტივით ჟან-ბატისტ გრიოზის კიდევ აქვს შექმნილი ტილო,სახელწოდებით “დასჯილი შვილი”. (ავტორი გენია.ჯი) 1820 წელს,ტილო გაყიდულ იქნა და მას შემდეგ იგი,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,ლუვრის უნიკალური მუზეუმის,სიულის სახვითი ხელოვნების განყოფილებაშია წარმოდგენილი.