ჰაილე სელასიე I (1892-1975 წლები),წარმოადგენდა აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ სომალის ნახევარკუნძულზე მდებარე ეთიოპიის იმპერატორს 1930-1974 წლებში.კორონაციამდე მისი სახელი გახლდათ – “რას” (სამხედრო-ფეოდალური ტიტული ეთიოპიაში) ტეფერი მეკონინი.
იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდასავლელი მმართველი ეთიოპიის ისტორიაში,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული – მონობის გაუქმება,მონებით ვაჭრობის შეწყვეტა,ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობის შემოღება,განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში პროგრესული რეფორმების ჩატარება,ეთიოპიის პირველი კონსტიტუციის მიღება 1931 წელს,აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი და 1923 წელს,მისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად 1923 წელს ეთიოპია “ერთა ლიგის” წევრი ქვეყანა ხდება. (ავტორი გენია.ჯი) იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირები და მათი წარმატებული რეფორმების გადმოღებით,ეთიოპია დიდ წარმატებას მიაღწევდა.ევროპაში ვიზიტის წინ იგი აცხადებდა:
“მე ვფიქრობ,რომ ევროპაში ვიზიტი სამ დადებით შედეგს მოიტანს ჩემი ქვეყნისათვის.პირველი – შევხედო საკუთარი თვალით მათ მიღწევებსა და ღირშესანიშნაობებბს ლონდონის,პარიზის,რომის,ბრიუსელის და ათენისა.მეორე – მე გადავწყვიტე,რომ ეთიოპიის მოდერნიზაცია განხორციელდეს ევროპული ქვეყნების მაგალითზე და მესამე – მივიღოთ გასასვლელი ზღვაზე.ყოველივე ამისათვის კი აუცილებელია დასავლურ ცივილიზაციას ფართოდ გავუღოთ კარი ჩვენს ქვეყანაში,რათა ავამაღლოთ დონე ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში,რომ თუ კი დასავლური ინსტიტუტების ღირებულებებს შეითავსებს ჩვენი ხალხი,მაშინ ეთიოპია ყველაფერ მიაღწევს.გავხვდებით ძლიერები და განვითარდებით პროგრესის შეუქცევადი გზით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ვხვდები,რომ ერთიანად ამის განხორციელება შეუძლებელია,მაგრამ სრულიად შესაძლებელია მა გზაზე ნელა მიზანმიმართულად ვიაროთ. და ჩვენ ვალდებული ვართ განვახორციელოთ დასავლური რეფორმები,ეთიოპიელი ხალხის სრული ინტერესების გათვალისწინებით”.
მიუხედავად უამრავი საგარეო წარმატებისა და ქვეყანაში დაიწყო ინფლაცია,რამაც უმუშევრობა გამოიწვია.ამან კი ეთიოპიისაათვის კატასტროფული შედეგები გამოიწვია.შიმშილმა ქვეყანაში 1972-1974 წლებში 200 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ჰაილე სელასიე კი იმისათვის,რომ საგარეო პოლიტიკური წინსვლა არ შეჩერებულიყო ქვეყნისა,ამ საშინელ ფაქტებს მსოფლიო თანამეგობრობას უმალავდა.თავად მთავრობას კი არ შესწევდა უნარი წინ აღდგომოდა იმ საშინელ შიმშილს,რომელსაც მთელი ეთიოპია მოეცვა.რის შემდეგაც 1974 წელს – ჰაილე სელასიე I,ტახტიდან იქნა გადაყენებული რევოლუციური გადატრიალების შედეგად და ქვეყანაში დამყარდა “მენგისტას რეჟიმი”.1975 წლის 28 აგვისტოს ეთიოპიის რადიომ გადასცა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.ფაქტია,რომ იგი რევოლუციის შემდეგ მალევე დაავადდა “უცნობი” ავადმყოფობით და ასევე უცნობია “დიაგნოზი” მისი გარდაცვალებისა.მოგვიანებით კი ცნობილი გახდა,რომ რევოლუციური საბჭოს ეგრეთწოდებული “დერგას”,გადაწყვეტილებით ჰაილე სელასიე I გაგუდულ იქნა საავადმყოფოში (ბალიშით),მისი პირადი ექიმისა და სხვა ექვსი თანამონაწილის მიერ.იმისათვის,რომ თავად დარწმუნებულიყვნენ მის სიკვდილში – მენგისტა (ეთიოპიის ხელმძღვანელი) და მისი მოადგილე ანფატუ აბანე თავად მივიდნენ ცხედრის სანახავად.მისი სიკვდილის შემდეგ ცხედარი საიდუმლოდ იქნა დაკრძალული იმ სასახლის ტუალეტის ქვემოთ,სადაც პირადი კანცელარია ჰქონდა მენგისტას მოწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) 2000 წლის 5 ნოემბერს,ჰაილე სელასიეს ნეშტი “საზეიმოდ” იქნა გადასვენებულ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში მდებარე “წმინდა სამების საკათედრო ტაძარში” და იქვე იქნა დაკრძალული.