იცით თუ არა,რომ
1. “ბაქტერია” და “ბაცილა” ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვაა,თუმცა პირველის წარმომავლობა ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მეორესი კი ლათინური ენიდან.
2. ტვინის წონა,ადამიანის სხეულის 2%-ს შეადგენს.
3. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარ პრეზიდენტად,დღემდე მიჩნეული გახლავთ – ჯორჯ ვაშინგტონი,რომლის ქონება (პლანტაციების,უძრავი და მოძრავი ქონების ჩათვლით),დღევანდელი მონაცემებით 900 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო იმ პერიოდისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
4. “ღვთისნიერი სითხე” – ღვინო,ქრისტიანთა წმინდა წიგნში “ბიბლია”,450-ჯერ არის მოხსენიებული.
5. ყველაზე დიდ კერძად მსოფლიოში – “შემწვარი აქლემი” მიიჩნევა.შემწვარი აქლემის შიგთავსში მოთავსებულია ცხვარი,ცხვარში – ქათამი,ქათამში – თევზი,ხოლო თევზში – კვერცხი.ასეთი კერძი ძირითადად მზადდება ბედუინების მიერ საქორწინო წვეულებისათვის.
6. როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან,პირველი წვნიანი კერძი (სუპი) დამზადებულ იქნა - ბეჰემოტისაგან,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 6000 წლის წინათ.
7. ყველაზე დიდი ქანდაკება,რაც კი ოდესმე ადამიანს ოქროსაგან დაუმზადებია,გახლავთ ასურეთის დედოფლის სემირამიდას (შამურამატი) ბრძანების საფუძველზე ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში დამზადებული ქალღმერთ – რეას ოქროს ქანდაკება,რომლის წონა 250 ტონას შეადგენდა.დღესდღეობით მისი არანაირი კვალი შემორჩენილი აღარ არის. (ავტორი გენია.ჯი)
8. ქალაქი,სახელწოდებით – რომი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მდებარეობს,გარდა ანტარკტიდისა.
9. ნებრასკას შტატში (ამერიკა),ეკლესიებში დაცემინება კანონით აკრძალულია.
10. ინგლისში მდებარე,უნიკალური სამეფო რეზიდენცია”ბუკინგემის სასახლე” – 600 ოთახისაგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები (შედევრები),მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი “დიდი სიამოვნებაა”.