პომარე V
პომარე V - დაიბადა 1839 წლის 3 ნოემბერს,კუნძულ ტაიტიზე,არუეს ოლქში.იგი წარმოადგენდა ვაჟს ტაიტის დედოფლის – პომარე IV-ისა და უკანასკნელ მეფეს ამ ქვეყნისა 1877-1880 წლებში.1855 წლის 13 მაიის,მას შემდეგ რაც გარდაეცვალა ძმა,ხდება ოფიციალური მემკვიდრე ტაიტის სამეფო ტახტისა.დედის – პომარე IV-ის გარდაცვალების შემდგომ (1877 წლის 17 სექტემბერს) კი ხდება ტაიტის მეფე.მისი კორონაცია განხორციელდა 1877 წლის 24 სექტემებრს პაპეეტეში (იმ დროინდელი ტაიტის დედაქალაქი.თანამედროვე საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი,კუნძულ ტაიტიზე).მანამდე,სანამ მეფე გახდებოდა (1857 წლის 11 ნოემბერს) იქორწინა ჰუაჰინეს კუნძულის ბელადის ქალიშვილზე,თუმცა 1861 წლის 5 აგვისტოს მეუღლეს ოფიციალურად გაეყარა და 1875 წლის 28 იანვარს მეორედ დაქორწინდა.არც მეორე ქორწინება ყოფილა ხანგრძლივი და 1888 წელს იგი მასაც დაშორდა,თუმცა მეორე ქორწინებიდან შეეძინა ვაჟი. (ავტორი გენია.ჯი) მისი მოღვაწეობა ტაიტის სამეფო ტახტზე,გაგრძელება იყო დედის მმართველობის პოლიტიკისა და ტაიტი ფაქტიურ პროტექტორატს წარმოადგენდა საფრანგეთისა.1880 წლის 29 ივნიის,კი პომარე V-მ სრული ძალაუფლება გადასცა საფრანგეთს,რის გამოც იგი “დაჯილდოვებულ” იქნა – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით და გარდა ამისა ფორმალურად გახლა საფრანგეტის არმიის ოფიცერი.ტაიტის მმართველობა კი სრულად გადაეცა ფრანგულ ადმინისტრაციას კუნძულზე.ფაქტიურად პომარე V-ს მიერ განხორციელებულმა მოვლენამ საბოლოოდ დაასამარა ტაიტის სამეფოს ფუნქციონირება და იგი საფრანგეთის ერთ-ერთ კოლონიად აქცია. (ავტორი გენია.ჯი)ამის შემდგომ პომარე V-მ მასიურად დაიწყო “ალკოჰოლის” მიღება,რის შედეგადაც 1891 წლის 12 ივნისს,ტაიტის “სამეფო სასახლეში” ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.