“ხუთი ცივილიზირებული ტომი (ხალხი)”

“ხუთი ცივილიზირებული ტომი (ხალხი)” - ინგლისურ ენაზე “Five Civilized Tribes”,წარმოადგენდა ტერმინს,რომლის მიხედვითაც მოიხსენიებდნენ,ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მაცხოვრებელ,იმ მკვიდრი ხუთი ტომის ხალხს: ჩეროკებს,ჩიკასოს,ჩოკტოს,კრიკებსა და სემინოლებს,რომლებმაც XIX საუკუნის დასაწყისში გაითავისეს და შეითვისეს,თეთრი მოსახლელობის მრავალი წეს-ჩვეულებები და მათთან დაამყარეს ახლო მეზობლური ურთიერთობები. (ავტორი გენია.ჯი)ამ ხალხით კულტურული ტრანსფორმაციის პროცესს,სათავე დაუდო ამერიკის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა (1732-1799 წლები) და ამერიკის პირველმა სამხედრო მინისტრმა – ჰენრი ნოკსმა (1750-1806 წლები).სწორედ ამ ადამიანების შესანიშნავმა პოლიტიკურმა და კულტურულმა კურსმა,ზემოთ ნახსენები ხალხის კულტურაში ფართოდ დანერგეს ევროპულ-ამერიკული კულტურის უამრავი მეთოდი და მათ ადაპტაციაში (თეთრ მოსახლეობასთან) უდიდესი წვლილიც შეიტანეს.ვაშინგტონი ფიქრობდა,რომ ინდიელებს ისეთივე უფლებები გააჩნდათ,როგორც თეთრკანიანებს და მანვე გაუწია ფორმულირება პოლიტიკური პრინციპებისა,სახელწოდებით “მიმართვა კაცობრიობას”,რომელიც შემდგომ,ასევე ლეგენდარულმა ამერიკელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – ტომას ჯეფერსონმა (1743-1826 წლები),კიდევ უფრო დახვეწა. (ავტორი გენია.ჯი) ენდრიუ ჯექსონის ერთ-ერთი ბიოგრაფი და ისტორიკოსი – რობერტ რემინი წერდა: “ისინი მიიჩნევდნენ,რომ თუ კი ინდიელი მოსახლეობა შეითვისებდა ცნებებს კერძო საკუთრებისა,სახლების აგებისა,ფერმერობისა,განათლების მიღებისა და ქრისტიანული რელიგიის მიღებისა,ამ შემთხვევაში ისნი უფრო მარტივად გაიარდნენ ადაპტაციას თეთრ მოსახლეობასთან და გარდა ამისა მოიპოვებდნენ ნდობას ამერიკის თეთრი მოსახლეობსაგან”.

ამის განსახორციელებლად,მთავრობის მხრიდან ინდიელ ხალხში ჩაინერგა ისეთი ადამიანები,რომლებიც ერთგვარად თავიანთ წეს-ჩვეულებებს შეასწავლიდა ინდიელებს.გარდა ამისა ვაშინგტონის ბრძანებით მათ მიერ დასახლებულ ტერიტორიებზე გაიხსნა სკოლები,ხელი შეეწყოთ ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებასა და სხვა ტრანსფორმაციულ მეთოდებში.თავდაპირველად “ხუთი ცივილიზირებული ხალხი” ცხოვრობდა ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. (ავტორი გენია.ჯი) 1830 წელს კი ამერიკის პრეზიდენტმა – ენდრიუ ჯეკსონმა მიიღო კანონი”ინდიელთა გადასახლების შესახებ”,რამაც გამოიწვია მათი ამ ტერიტორიებიდან ძალით გადასახლება ეგრეთწოდებულ “ინდიელთა ტერიტორიებზე” (იმ პერიოდში ფორმალურად არ შედიოდა ამერიკის შემადგენლობაში – ოკლახომას შტატი).ბევრი ინდიელი ამ გადასახლების პერიოდში გზაში დაიღუპა,რის გამოც ამ გადასახლებას “ცრემლების გზაც” კი ეწოდა.1907 წელს,ინდიელთა ტერიტორია” ოფიციალურად იქნა შეყვანილი ოკლაჰომას შტატის შემადგენლობაში და დღემდე “ხუთი ცივილიზირებული ტომის ხალხი” შეადგენენ მნიშვნელოვან ნაწილს ამ შტატის მოსახლეობისა.

“ცრემლების გზა”