იოსტ ამანი
იოსტ ამანი დაიბადა 1539 წლის 13 ივნისს,შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.იგი წარმოადგენდა დიდ შვეიცარიელ მხატვარსა და გრავიორს,რომელიც აღიარებულ იქნა,როგორც შესანიშნავი ოსტატი ესტამპისა და წიგნის ილუსტრაციებისა.პირველი მისი ნამუშევრები დახატულ იქნა,წიგნით მოვაჭრის – ფროშაუეროს შეკვეთის საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად აქტიური მოღვაწეობისა სახვით ხელოვნებაში,დღემდე მისი ნამუშევრების მხოლოდ მცირე რაოდენობაა შემორჩენილი,ძირითადად გრავიურები სპილენძსა და ხეზე.1560 წელს იგი შვეიცარიიდან მიემგზავრება გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში,სადაც ვირჯილიუს სოლისთან ერთად დაიწყო მუშაობა.შემდგომში კი სხვა გერმანელ მხატვრებთან ერთადაც შექმნა სხვადსხვა ნამუშევრები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იოსტ ამანი ძალიან ნაყოფიერი მუშაობით გამორჩეული მხატვარი გახლდათ და მის მიერ სპილენძზე გაკეთებური გრავიურების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატებოდა,ხეზე ნამუშევრები კი ბევრად მეტი ჰქონდა.XVI საუკუნის მეორე ნახევარში გამომავალი წიგნების უმრავლესობა,სწორედ იოსტის გრავიურებით იყო ილუსტრირებული და შესაბამისად ფართოდ გავრცელებულიც.მათ შორის იყო ილუსტრაციები წიგნებისა: ესტამპის,ჰერალდიკის,ისტორიული,სამედიცინო და სხვა სამეცნიერო თუ ლიტერატურული ჟანრების შესახებ.”ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში”,რომელიც გამოიცა 1890-1906 წლებში იმპერიულ რუსეთში,იოსტ ამანის სესახებ საკმაოდ ვრცელი მასალა იქნა დატანილი და მას ამ მასალის მიხედვით,იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო გრავიორათ და ილუსტრატორად ასახელებდა. (ავტორი გენია.ჯი) იოსტ ამანი გარდაიცვალა 1591 წლის 17 მარტს,გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში.მიუხედავად მისი ნამუშევრების მცირე რაოდენობით შემორჩენისა,ალბათ მნახველისათვის რამდენიმე ნამუშევრის ნახვაც კი საკმარისი იქნებოდა იოსტ ამანზე,როგორც დიდ მხატვარზე,გრავიორზე და ილუსტრატორზე აზრის შესაქმნელად.
იოსტ ამანის შემოქმედება