“არ ბრიუტი”
“არ ბრიუტი” - ფრანგულ ენაზე “Art Brut” და მოიხსენიებენ,როგორც “უხეში ხელოვნება”,”დაუმუშავებელი ხელოვნება”.იგი წარმოადგენს სახვითი ხელოვნების მიმართულებას XX საუკუნის შუა წლებისა,რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეშია სიურეალიზმსა და პრიმიტივიზმთან.აღნიშნული ტერმინი პირველად შემოტანილ იქნა,დიდი ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის – ჟან დიუბუფეს მიერ 1945 წელს და ამ ტერმინით იგი მოიხსენიებდა იმ კოლექციას სურათებისა და ქანდაკებებისა,რომლებიც შექმნილი იყო იმ არაპროფესიონალი (მოყვარული) ხელოვანების მიერ,რომლებიც როგორც საზოგადოებრივი,ასევე ფსიქოლოგიური ხედვებით განეკუთვნებოდნენ მარგინალებს (სულით ავადმყოფები,ინვალიდები,მსჯავრდებულები,ახირებული მარტოხელები,მედიუმები და სხვა). (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ნამუშევრები შეიცავდნენ უმაღლეს საფეხურს სპონტანური ხასიათისა და ისინი პრაქტიკულად არანაირად არ იყვნენ დამოკიდებული შაბლონურ კულტურულ ხელოვნებაზე.შესაბამისად მისთვის ახლოა ისეთი ხელოვნებები,როგორებიცაა “მარგინალური ხელოვნება”,”პრიმიტივიზმი” და “ინტუიტიური” ხელოვნებები.ინგლისურენოვან ლიტერატურაში აღნიშნულ ტერმინს გამოიყენებენ “აუტსაიდური ხელოვნების” აღსანიშნავად.”არტ ბიურტის” კონცეფციაზე უდიდესი გავლენა იქნოია,ცნობილი გერმანელი ფსიქიატრის – ჰანც პრისხორნას (1886-1933 წლები),მონოგრაფიამ,სახელწოდებით “სამხატვრო ხელოვნება სულით ავადმყოფებსი”,რომელიც დაწერილ იქნა 1920 წელს და ცნობილი შვეიცარელი ფსიქოთერაპევტის – ვალტერ მორგენტალერას,მიერ დაწერილმა მონოგრაფიამ “სულით ავადმყოფი როგორც მხატვარი”,დაწერილი 1921 წელს.სწორედ ამ მონოგრაფიებმა მიიპყრო ყურადღება – ჟან დიუფუბესი,რომელმაც დაიწყო შეგროვება “არ ბრიუტის” ჟანრის კოლექციისა.დღესდღეობით აღნიშნული კოლექცია დაცულია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ცნობილ “არ ბრიუტის” ავტორებს წარმოადგენენ: ფრედინან შევალი,ადოლფ ვიოლფლი,ოგიუსტენ ლესაჟი,მარტინ რამირესი და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში დაარსებულია “არ ბრიუტის” მუზეუმები,მაგალითად ისეთ ქალაქებში როგორებიცა: ბერნი,ვენა,ჩიკაგო,სანკტ-გალენი,ჰაიდელბერგი და სხვა ქალაქები.