“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა,თუ მისგან არა ღვთის,არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ – “მამა ანდრონიკე ლუკაში”.
2. გაოცების ღირსია,როგორ მიქრის,როგორ ტრიალებს ყველაფერი დროებითი,ყველაფერი ამაო ამ ცხოვრებისა. და ერთ წამში პირველნი უკანასკნელნი ხდებიან,უკანასკნელნი კი პირველნი – “იოსებ ათონელი (ისიქასტი)”.
3. სამება არის ერთი ღმერთი.იგი განუყოფელია და მსგავსია მხოლოდ საკუთარი თავისა.არის წმიდა სამება,შეცნობადი მამაში,ძესა და წმიდა სულში,ესაა ერთი ღმერთი,რომელსაც თავის თავში არაფერი აქვს უცხო ან გარედან მიღებული – “წმინდა ათანასე ალექსანდრიელი”. (ავტორი გენია.ჯი)
4. სულიერი აღტაცება – ეს სრულყოფილთა ხვედრია.ჩვენ გვეძლევა ეს ღვთისაგან მხოლოდ მაშინ,როცა გვჭირდება.სხვანაირად ის ჩვენთვის იქნება როგორც დანა ან ცეცხლი ყრმის ხელში – “ღირსი გაბრიელ ზირიანოვი”.
5. ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს,რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ იმის გამო,ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ.მცველად დადექი და ნახავ მათ,ვინც გამუდმებით გამზადებულია,რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცოს – ” წმინდა იოანე სინელი”.