“რკინის სვეტი დელიში”

“რკინის სვეტი დელიში” - წარმოადგენს რკინის სვეტს სიმაღლით 7 მეტრისა და ნახევარი ტონის სიმძიმისა,რომელიც შედის კუტბ-მინარის ისტორიულ არქიტექტურულ კომპლექსში,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აგურით ნაშენები მინარეთია მსოფლიოში და იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს.იგი განთავსებულია ძველი დელის სამხრეთ ნაწილში,მისგან 20 კილომეტრის მოშორებით.“დელის რკინის სვეტმა” ფართოდ მას შემდეგ გაითქვა სახელი,რაც მისი აღმართვიდან (415 წელი),1600 წლის მანძილზე ფაქტიურად “კოროზია” არ შეყრია,რაც ერთობ უნიკალური მოვლენაა რკინისაგან დამზადებული საგნებისათვის.აღნიშნული ფაქტის გამო იგი დელის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) “რკინის სვეტის” აღმართულ იქნა ძველი ინდოეთის მეფისა და გუპტების დინასტიის წარმომადგენლის – ჩანდრაგუპტა II-ის სახელზე,მისი გარდაცვალებიდან (413 წელი),ორი წლის თავზე.თავდაპირველად იგი აღმართულ იქნა ქალაქ მატჰურაში მდებარე – ვიშნუს სატაძრო კომპლექსში და მასზე გამოსახული იქნა ინდოელთა წმინდა ფრინველი – გარუდა.1050 წელს,ანანგ პოლამ სვეტი დელიში გადაიტანა.მის შესახებ ცნობები კი ცნობილი ხორეზმელი სწავლულისა და მეცნიერის ალ-ბირუნის,1048 წლით დათარიღებულ ხელნაწერებში გვხვდება.მას შემდეგ კი ცნობები “დელის რკინის სვეტის” შესახებ სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდანაც მომდინარეობს.ფართო საზოგადოებისათვის კი იგი ცნობილი ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნისა და ინდოლოგის – ალექსანდრე კანინგემის (1814-1893 წლები),მიერ აღწერის შემდეგ ხდება.აღსანიშნავია ისიც,რომ ანალოგიური ფორმის უფრო მოზრდილი რკინის სვეტი,ჯერ კიდევ III საუკუნეში იქნა აღმართული ინდოეთის ქალაქ დჰარში.დღემდეა შემორჩენილი რწმენა ინდოელ ხალხში იმისა,რომ თუ კი რაიმეს ჩაიფიქრებ “დელის რკინის სვეტთთან”,აუცილებლად აგისრულდება.ასევეა მასზე ხელით შეხების შემთხვევაშიც და ფაქტიურად იგი მაგიური ძალის სვეტადაცაა მიჩნეული.მეცნიერებისათვის “დელის რკინის სვეტის” არაკოროზირებადი მოვლენა,ცოტა ხნის წინ იქნა დადგენილი,კერძოდ: მისი შემცველობა 98% რკინაა,ხოლო სვეტის შემადგენლობაში მყოფი სხვა ნივთიერებები ზუსტად იმ დოზით იყო გამოყენებული,რომ რკინა ნებისმიერი ამინდის მიმართ გამძლე ყოფილიყო და ჟანგს (კოროზიას) არ შეეჭამა იგი. (ავტორი გენია.ჯი) დღეისათვის აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება,თუმცა გასაკვირია ის,რომ ჯერ კიდევ მე-V საუკუნეში იცოდნენ ოსტატებმა ეს საიდუმლო.მიუხედავად მისი დიდი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა,არაერთი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა მისი დაზიანებისა,რის გამოც იგი შემოსაზღვრულ იქნა და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი.”დელის რკინის სვეტი” დღემდე რჩება ამ უდიდესი ქალაქის უმთავრეს ღირშესანიშნაობად და მას უამრავი ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი სტუმრობს.

კუტბ-მინარის აგურით ნაგები მინარეთი,რომელიც მსოფლიოში უმაღლეს აგურით ნაგებ მინარეთადაა ცნობილი (მისი სიმაღლე 72,6 მეტრია)