“მრავალვნებული ანტონ II” – “ეპიზოდი”
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ვაჟიშვილი - ანტონ II (1764-1827 წლები),ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით 2011 წლის 11 ივლისს წმინდანად შერაცხა “მრავალვნებული ანტონ II”-ის სახელით. (ავტორი გენია.ჯი) წმინდა სინოდისვე გადაწყვეტილებით დაიწერა წმინდა მრავალვნებული ანტონ II-ის ხატი და შეიქმნება წმინდანისადმი მიძღვნილი სავედრებელი ტროპარი.ანტონ II მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საქართველოს თავდადებული მამულიშვილი გახლდათ.ანტონმა ანდერძად დატოვა,რომ მისი “გადაღლილი სხეული” მშობლიური მიწისათვის მიებარებინათ (იგი რუსეთში გარდაიცვალა),როდესაც აღნიშნული ანდერძის შესახებ იმჟამინდელ საქართველოს მთავარმართებელს – ივანე თევდორეს ძე პასკევიჩს მოახსენეს,მან იგი უყურადღებოდ დატოვა და ქედმაღლურად განაცხადა: “სამშობლოს საზღვრებთან ახლოსაც კი არ გაბედოს განსვენებაო”.