“რამდენიმე ფაქტი იაპონიის შესახებ”…
1. სასურსათო მაღაზიას იაპონიაში ”იაოია”-ს უწოდებენ,რაც სიტყვასიტყვით აღნიშნავს “მაღაზიას 800 პროდუქტისა”.ციფრი 800 იაპონელთათვის “უზარმაზარ რაოდენობას” აღნიშნავს.ადრინდელ პერიოდებში,დღევანდელისაგან განსხვავებით “იაოია”-ში მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეული და მწვანილი იყიდებოდა.
2. ერთი ფინჯანი ყავის ფასი იაპონურ კაფეში – 400 იენი ღირს (იაპონური ფულადი ერთეული),თუმცა ცნობისათვის უნდა ვიცოდეთ,რომ ამ შემთხვევაში ფულს არა ერთ ფინჯან ყავაში,არამედ იმ ადგილში ვიხდით,რომელიც კაფეში გვაქვს დაკავებული.
3. “ამომავალი მზის ქვეყანა” – იაპონია,თამბაქოს მოხმარებისადმი,ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით გამორჩეული ქვეყანაა.იქ მხოლოდ აეროპორტებსა და რკინიგზის ბაქნებზე იკრძალება თამბაქოს მოწევა. (ავტორი გენია.ჯი)
4. იაპონიის ტერიტორიის 70% მთა-გორიანია და მათზე სულ 200-მდე ვულკანია განთავსებული.
5. იაპონელთა გარკვეული ნაწილი,რომლებიც ვინმეს მიმართ არაეთიკურ საქციელს ჩაიდენს და გულს დაწყვიტავს,მობოდიშებისა და პატიების მიზნით – თავს იპარსავს,რაც ერთგვარი სიმბოლოა შენდობისა.
6. იაპონია – უმუშევართა მცირე რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში.დღედღეობით ამ უდიდესი კულტურის ქვეყნის მოსახლეობის,მხოლოდ და მხოლოდ 4%-ია დაუსაქმებელი.
7. “კენდო” – რომელიც თარგმანით “ხმლის გზას” აღნიშნავს,ერთ-ერთი უძველესი საბრძოლო ხელოვნების ფორმაა იაპონიაში. (ავტორი გენია.ჯი)
8. “ნო” – იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული ჟანრია თეატრალური ხელოვნებისა.ასეთი ჟანრის თეატრალური წარმოდგენა შესაძლებელია 8 საათის განმავლობასიც კი გაგრძელდეს.
9. იაპონიის ეროვნულ დროშას – “ჰინომარუ” ეწოდება.
10. იაპონიის ეროვნული ჰიმნის სახელია – “კიმიგაიო” ეწოდება და თარგმანით იგი აღნიშნავს: “იმპერატორის ბატონობას”.