დეივიდ ლივინგსტონის შესახებ…

დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს შოტლანდიელ მკვლევარსა და მოგზაურს აფრიკის კონტინენტისა.იგი 1840 წელს იქნა მივლენილი,ინგლისის მისიონერთა საზოგადოების მიერ სამხრეთ აფრიკაში.სწორედ ლივინგსტონი გახლდათ პირველი ევროპელი,რომელმაც ხმამაღლა გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება “შავკანიანი” აფრიკელი მოსახლეობის მიმართ და ყველას მოუწოდებდა მათი უფლებების დაცვისაკენ.მან აფრიკაში მოგზაურობისას 50 000-მდე კილომეტრი ფეხით შემოიარა და ამ პერიოდში განსაზღვრა 1000-ზე მეტი გეოგრაფიული პუნქტის მდებარეობა. (ავტორი გენია.ჯი) იგი იყო პირველი მკვლევარი,რომელმაც შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები.შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა.საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,იგი ერთ-ერთი იმ ევროპელთაგანი მეცნიერი გახლდათ,რომელიც თავად იცავდა შავკანიანი ადამიანების უფლებებს და სხვებსაც უმკაცრესად მოუწოდებდა მისი დაცვისაკენ,რის გამოც აფრიკელი ხალხისაგან დეივიდმა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.აღსანიშნავია,რომ მისი კეთილშობილური ზრახვები,კვლევები და აღმოჩენები აფრიკის კონტინენტზე,ინგლისელი კოლონიზატორების მიერ,განსაკუთრებით ისეთი ტიპის კოლონიზატორისათვის,როგორიც გახლდათ – სესილ ჯონ როდსი (1853-1902 წლები),საკმაოდ უარყოფითი კუთხით იქნა გამოყენებული,რადგან მათ სწორედ დეივიდის მიერ გაკვალული გეოგრაფიული რუკებით გაიკვლიეს გზა,მრავალი აფრიკული ტერიტორიისაკენ,რომლებიც შემდგომ კოლონიზატორთა მიერ იქნა დაპყრობილი.აღნიშნული მოვლენები კი მისი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდესს ტრაგედიადაც იქცა.მიუხედავად ამისა,აფრიკელი ხალხისათვის დეივიდის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.დეივიდ ლივინგსტონი,სწორედ რომ მისი დადებითი დამოკიდებულებით განსხვავდებოდა აფრიკის კონტინენტის სხვა ევროპელი მკვლევარებისაგან.იგი მიიჩნევდა,რომ აფრიკელ ხალხს ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა და ხელს უწყობდა მათ სრულყოფილ ინტეგრაციაში მსოფლიო თანამეგობრობაში.აფრიკელმა ხალხმა მისი უდიდესი პატივისცემის ნიშნად სახელებიც კი უწოდეს ქალაქებს.მაგალითად აფრიკულ სახელმწიფო მალავიში,დეივიდის სახელის უკვდავსამყოფად ეწოდა ქალაქს – ლივინგსტონია; ზამბიაში კი ასევე ეწოდა ქალაქს – ლივინგსტონი.გარდა ქალაქებისა მისი სახელი ეწოდა: მდინარე კონგოს ქვემო დინებას,მთას ნიასას ტბის ჩრდილო აღმოსავლეთით. (ავტორი გენია.ჯი) ასევე დეივიდის სახელი ეწოდა რამდენიმე ბუნებრივ მინერალსაც.მის მშობლიურ შოტლანდიაში კი გლაზგოს მახლობლად აგებულ იქნა დეივიდ ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.დღევანდელ დღემდე აფრიკელი ხალხისათვის დეივიდ ლივინგსტონის სახელი კვლავაც დიდი სიყვარულის,მოწიწების და პატივისცემის სიმბოლოდაა ქცეული.