“ილია II-ეს წერილი – ნოდარ დუმბაძეს”

ბატონო ნოდარი!

არიან ადამიანები,რომელნიც ცხოვრობენ სხვათათვის,სხვისი კეთილდღეობისათვის.ალბათ ჭეშმარიტი ბედნიერებაც სწორედ ამაშია.ზოგიერთი ჩქარობს აკეთოს სიკეთე და ასეთი ადამიანებისათვის სასუფეველი ღვთისა იწყება აქ,დედამიწაზე.დიდი ბუნების ადამიანებს ღმერთი აძლევს დიდ ჯვარს,მაგრამ ამ ჯვრის ტარება მათ არ უმძიმთ,რადგან მათთანაა ღმერთი.

როგორც ამბობს უფალი: “უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს” (მათე 11,30).

თქვენ,ბატონო ნოდარი,ეკუთვნით სწორედ იმ ადამიანებს,რომელთაც იტვირთე სხვათა – ტკივილნი.ამით ბრძანდებით თქვენ ბედნიერი.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და დიდი სიცოცხლე.

ღრმა პატივისცემით – ილია II. (ავტორი გენია.ჯი)