ჰიპიოს ელადელი

ჰიპიოს ელადელი - მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნეში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოს-სოფისტს,რომელიც რამდენჯერმეა ნახსენები,როგორც მთავარი მოქმედი პირი,გენიალური პლატონის “დიალოგებში”.მაგალითად ისეთ დიალოგებში როგორებიცაა: “ჰიპიოს მცირე”,”ჰიპიოს დიდი” და “პროტაგორა”.როგორც უძველესი გადმოცემებიდან არის ცნობილის – ჰიპიოს ელადელი,გამოირჩეოდა დიდი ინტელექტითა და ვრცელი ცოდნით სხვადასხვა მეცნიერებებისა,რის გამოც მას “პოლიგისტორს” ანუ “მრავლისმცოდნეს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მისი მწირად ცნობილი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ ჰიპიოსს საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ,პედაგოგად აყვანის შემთხვევაში.იგი გამოირჩეოდა კარგი მჭერმეტყველებითა და საოცარი მეხსიერების უნარით.ამის გამო იგი მომუმზადებლადაც კი ნებისმიერ თემაზე,თუ მეცნიერებაზე შესანიშნავ მსჯელობას აყალიბებდა.მანვე შეადგინა “ოლიმპიური თამაშების” გამარჯვებულების ნუსხა,რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია დღემდე ბერძნული ქრონოლოგიისათვის.პლატონის გადმოცემის მიხედვით – ჰიპიოსი ბრწყინვალედ ერკვეოდა ყველა მათემატიკურ მეცნიერებაში: გამოთვლებსა და ლოგისტიკაში,გეომეტრიასა და ასტრონომიაში,პოლიტიკასა და მუსიკაშიც კი.მის ნაშრომებში,რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია,განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს,სამართალსა და კანონებს. (ავტორი გენია.ჯი) ჰიპიოს ელადელი გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 400 წელს.მის შესახებ კი ცნობები შემოგვინახეს ისეთმა დიდმა ფილოსოფოსებმა და სწავლულებმა,როგორებიც იყვნენ: პლატონი,პროკლოსი და სხვა გენიოსები.