“მაჰიშასაკა”

“მაჰიშასაკა” - ბუდისტური ტრადიციის მიხედვით მას მოიხსენიებენ,როგორც “დედამიწის მოძღვრება”.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უძველეს სკოლას ადრეული ბუდიზმისა,რომელიც თავის მხრივ ენათესავებოდა – “ვიბჰადჯიავადას” ბუდისტურ სკოლას.აღნიშნული ბუდისტურ-ფილოსოფიური სკოლა ჩამოყალიბდა ძვ.წ.აღ-ით 232 წელს და მის დამაარსებლად მოიაზრება ძველი ბუდისტი ბერი – პურანა,რომელმაც შემოინახა ბუდას პირველი ქადაგებები,ისეთივე ფორმებით,როგორც ეს თავად ბუდამ იქადაგა. (ავტორი გენია.ჯი) პურანა მოითხოვდა,რომ ბუდისტურ წმინდა წერილში “ვინაია-პიტაკაში” ჩაერთოთ 7 ახალი წესი,რომელიც ურყოფდა ძველისძველი ბუდისტების თემის – სანგჰების,გადმოცემებს ამ რელიგიის დოგმების შესახებ.საკრალურ ფერს “მაჰიშასაკას” ბუდისტური სკოლისა წარმოადგენდა ცისფერი ფერი.აღნიშნული სკოლა ინდოეთში,ცდილობდა შეენარჩუნებინა და უმკაცრესად დაეცვა წესები,ბუდას რელიგიური დოგმატებისა.იმ წესებს,რომელსაც იცავდა “მაჰიშასაკას” ბუდისტური სკოლა,”ვიბჰადჯიავადას” საფუძველზევე ჩამოყალიბული “ჯარმაგუპტაპას” ადრეული ბუდისტური სკოლაც ჩაერთო.გარდა ინდოეთისა აღნიშნული სკოლა არსებობდა შრი-ლანკაშიც.სკოლის უმთავრესს დოქტრინად მიჩნეული გახლდათ “წამიერი განმანათლებლობა”,იგივე – “ეკეკშანიაკა-ბოდჰი”.სკოლაში კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა “მედიტაციას”. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღემდე “მაჰიშასაკას” ბუდისტური სკოლა ერთ-ერთ უძველეს ბუდისტურ სკოლადაა მიჩნეული,სხვა რამდენიმე ბუდისტური რელიგიის მატარებელ ბუდისტურ-ფილოსოფიურ სკოლებთან ერთად.