“ტიხიზმი”
“ტიხიზმი” - ბერძნული თარგმანით აღნიშნავს “შემთხვევითობას” და იგი წარმოადგენს სწავლებას ფილოსოფიაში,შემთხვევითობის ბატონობის შესახებ სამყაროში.“ტიხიზმი” უარყოფს ყოველივე “მექანიკურ” კონცეფციას ბუნების კანონებისა.აღნიშნული დოქტრინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გახლდათ,დიდი ამერიკელი ფილოსოფოსი - ჩარლზ სანდერს სპირსი (1839-1914 წლები),რომელიც ასევე ცნობილია როგორც “პრაგმატიზმისა” და “სემიოტიკის” ფუძემდებელი. (ავტორი გენია.ჯი) “ტიხიზმის დოქტრინაში” იგი გვთავაზობს,აბსოლუტური შემთხვევითობის ელემენტების არსებობას სამყაროს შემადგენლობაში,რომლებიც სრულიად თავისუფალი გახლდნენ სხვა ბუნებრივი კანონებისაგან.მისი მოსაზრებით,სწორედ “ტიხიზმი” განსაზღვრავს სხვადასხვაგვარობასა და მრავალფეროვნებას საგნებისას.”ტიხიზმი” – პირსის აზრით უმთავრეს როლს თამაშობს ევოლუციაში,ხოლო სამყაროში იგი სრულიად თავისუფალია სხვადასხვა ბუნებრივი კანონებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) ჩარლზ სანდერს პირსი სრულად არ უარყოფდა იმას,რომ არ არსებობს ბუნებრივი კანონები სამყაროში,თუმცა ამბობდა,რომ ისინი არასაკმარისად ზუსტი იყბნენ,რადგანაც სამყაროში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ევოლუციური პროცესები.