უნიკალური საშუალო სკოლა – “ბილიაკ-როგოზინი”
2011 წლის თებერვალში “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალზე,მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აქ არ არიან უცხოები”,რომელიც გადაღებულ იქნა კარენ გუდმანისა და კირკ სეიმონის მიერ,”ოსკარის” მფლობელი დოკუმენტური ფილმი გახდა.ფილმში მოთხრობილია ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის სამხრეთ ნაწილში განთავსებული უნიკალური სკოლის,სახელწოდებით “ბილიაკ-როგოზინის” ცნობილი საშუალო სკოლის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ მოვლენიდან იღებს სათავეს “ბილიაკ-როგოზინის სკოლის” მსოფლიოსათვის გაცნობა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სკოლადაც იქნა მალევე აღიარებული.აღნიშნულ სკოლაში სწავლობს 800 ბავშვი,რომლებიც ისრაელში ჩასული უცხოელების შვილები არიან,რომელთა მშობლებიც ამ ქვეყანაში სამუშაოდ,არალეგარულად ან ლტოლვილებად არიან ჩასული.სკოლაში მოსწავლე 800 ბავშვი 48 ქვეყნის წარმომადგენელია.შესაბამისად ბავშვები სხვადასხვა ეროვნების და რელიგიების მატარებლები არიან,თუმცა ისეთი თბილი და დადებიტი ურთიერთობა როგორიც ამ სკოლის მოსწავლეებს აქვთ,ალბათ ძალიან იშვიათია.სკოლაში ისინი იძენენ საშუალო განათლებას 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.გარდა ამისა,სკოლა მათ უზრუნველყოფს სასკოლო სახელმძღვანელოებით,კვებით,ტანისამოსით და სხვა საყოფაცხოვრებო ატრიბუტებით.ისინი მსწავლებლების მხრიდან განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას იღებენ,რაც შემდგომში ბავშვებს ეხმარება ებრაულ საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.სწორედ ამის გამო არის ამ სკოლის არაოფიციალური დევიზი “აქ არ არიან უცხოები”.სკოლის დირექტორი გახლავთ კარენ ტალი,მისი მოადგილე კი გახლავთ ცნობილი ებრაელი პედაგოგი – მირიტ შაპირა.კარენ ტალს,ამ შესანისნავი იდეის განხორციელებისათვის გადაეცა საერთაშორისო პრემია “წარმატებული გლობარული პროექტისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მასვე გადაეცა სპეციალური ჯილდო – 100 000 ამერიკული დოლარის ოდენობით,რომელიც დაწესებულ იქნა ცნობილი ებრაელი ფილანტროპისა და მეცენატის – ჩარლზ ბრონფმანის,მიერ.მას შემდეგ რაც სკოლის შესახებ იქნა გადაღებული დოკუმენტური ფილმი,რომელმაც “ოსკარი” დაიმსახურა,სკოლის შესასვლელში გაჩნდა წარწერა: “გილოცავთ! ოსკარი – ჩვენია”,ხოლო მის გვერდით კი სკოლის დირექტორის ფოტოა “ოსკარით ხელში გამოსახული.როგორც ბავშვები აცხადებენ,მათთვის სკოლა მეორე სახლია და ყველაზე დიდი სურვილი ისრაელში დარჩენა არის.”ბილიაკ-როგოზინის სკოლა” დღემდე ფუნქციონირებს და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული,როგორც სიმბოლო მრავალი ეროვნებისა და რელიგიის მქონეთათვის მშვიდობიანი თანაცხოვრებისა,სამყაროში.