“სადაქა”
“სადაქა” - წარმოადგენს,მუსულმანურ რელიგიაში ნებაყოფლობით მოწყალების გაცემას და იგი არ უნდა აგვერიოს “ზაქათაში”,რომელიც ყოველი მუსულმანისათვის სავალდებულო გადასახადია ღარიბების დასახმარებლად.“სადაქას” მუსულმანები ნებაყოფლობით იხდიან თავისსავე შეხედულებებისა და სურვილების მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი) “სადაქა” შესაძლებელია იყოს,როგორც ფინანსური დახმარება,ასევე იგი შესაძლოა იყოს საკვების,ტანისამოსის და სხვა სახითაც.აღნიშნული მეთოდით ეხმარებიან არა მარტო ღარიბი სოციალური ფენის ადამიანებს,არამედ ობლებს,ომის ვეტერანებს და მოგზაურებს.”სადაქად” მიიჩნევა ყოველივე ის,რასაც მუსულმანი გასცემს და სწირავს ალაჰის სახელით: დრო,ძალა,შრომა,ფული და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) “სადაქა” ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მიჩნეულია,როგორც ერთ-ერთი მიღებული საზოგადოებრივი ფორმა სოციალურად დაუცველი და დაბალი ფენების დახმარებისათვის,რომელსაც მუსულმანები ერთმანეთის თანადგომისათვის ნებაყოფლობით იყენებს.