“შახბოქსი”
“შახბოქსი” - ინგლისურ ენაზე “Chess boxing”,წარმოადგენს ჰიბრიდული სპორტის სახეობას,ჭადრაკისა და კრივის მონაცვლეობითი “რაუნდებით”.პირველი ოფიციალური ბრძოლა “შახბოქსისა” გაიმართა 2003 წელს.პირველად აღნიშნული სპორტის ჰიბრიდული სახეობა აღწერილ იქნა ცნობილი ფრანგი ნოველისტი-მწერლისა და კინორეჟისორის – ენკი ბილალას,კომიქსურ-რომანში “Froid-Equateur”-ში. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდელმა მხატვარმა და პერფორმანისტმა – იპე რუბინგმა კი აღნიშნულ რომანში მოყვანილი “შახბოქსი” რეალობად აქცია და მალევე ჩამოყალიბდა “შახბოქსის” საერთაშორისო ფედერაცია WCBO. (ავტორი გენია.ჯი) ფედერაციის დევიზად კი იქცა: “ბრძოლები რინგზე მიმდინარეობს,ხოლო ომები დაფაზე”.პირველი მსოფლიო ჩემპიონატი “შახბოქსში” ჩატარებულ იქნა საშუალო წონაში 2003 წელს, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში და გამარჯვებული გახდა თავად იდეის განმხორციელებელი – იპე რუბინგი.2005 წლის 1 ოქტომბერს კი გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მძიმე წონაში,სადაც ფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელმა ტიხომირ ტიჩკომ მე-7 რაუნდში დაამარცხა გერმანელი ანდრეას შნაიდერი,რომელმაც დათმო ჭადრაკის პარტია.თავად წესები “შახბოქსისა” შემდეგში მდგომარეობს: