“საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დროშა”
საუდის არაბეთს,რომლის ოფიციალური სახელწოდებაც გახლავთ - საუდის არაბეთის სამეფო,როგორც ყველა სახელმწიფოს მასაც გააჩნია ეროვნული სიმბოლო დროშის სახით,რომელზეც ხმლის გარდა გამოსახულია “შაჰადა” (ისლამის კრედო და რწმენის ერთ-ერთი სიმბოლო),შესაბამისად იგი მუსულმანებისათვის წმინდად მიიჩნევა და როგორც წესი მისი გამოსახვა აკრძალულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ატრიბუტებზე. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითისათვის ის ფაქტიც გამოდგება,რომ საუდის არაბეთმა უმკაცრესი პროტესტი გამოხატა FIFA-ს მიმართ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს,მას შემდეგ რაც საფეხბურთო ბურთზე სხვა სახელმწიფოს დროშებთან ერთად გამოსახა საუდის არაბეთის ეროვნული დროშაც.ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას განუცხადეს,რომ ფეხით შეხება და მითუმეტეს დარტყმა იმ ბურთზე,რომელზეც “შაჰადაა” გამოსახული ყოვლად დაუშვებელი,მკრეხელური და მუსულმანთათვის შეურაცმყოფელია.აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დროშა ერთადერთი დროშაა მსოფლიოში,რომელსაც არავითარ შემთხვევაში,არც ერთი ღონისძიების დროს (თუნდაც სამგლოვიარო მიზნით) დაბლა არ უშვებენ,ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო.
P.S. ცნობისათვის “შაჰადა” არაბულად შემდეგნაირად ითარგმნება: “არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია”. (ავტორი გენია.ჯი)