“ბატეკეს ხალხი”
“ბატეკეს ხალხი” - წარმოადგენს ხალხს,მაცხოვრობელს ცენტრალური აფრიკის ტერიტორიებზე,მდინარე კონგოს სანაპიროებზე,კერძოდ: კონგოს რესპუბლიკაში,კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გაბონში.
“ბატეკეს ხალხის” უმრავლესობა დღემდე ინარჩუნებს ტრადიციულ რწმენასა და ადათ-წესებს,მხოლოდ მათი მცირე ნაწილია – ქრისტიანი. (ავტორი გენია.ჯი) ისინი საუბრობენ “კიტეკეს” ენაზე,რომელიც მონათესავეა ბანტუს ენების ჯგუფისა.მათ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს მიწათმოქმედება.მოჰყავთ მანიჰოტი (მცენარეთა გვარი რძიანისებრთა ოჯახისა,რომლისაგანაც ამზადებენ – ფქვილს,ბურღულს- ტაპიოკას,ასევე გამოიყენება სახამებლადაც),პარკოსნები.საკმაოდ კარგად ფლობენ თევზაობის სხვადასხვა მეტოდებს და ეწევიან მცენარეთა ნაყოფების შეგროვებას.დღესდღეობით “ბატეკეს ხალხის” ნაწილი დასაქმებულია ზეთოვანი პალმის პლანტაციებში და ისინი ძირითადად გავრცელებული არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში,ბრაზავილსა და სხვა რიგ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ქალაქებსა თუ სოფლებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ 1967-2009 წლებში,გაბონის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ელ-ჰაჯ ომარბონგო ონდიმბა,წარმომავლობით – “ბატეკეს ხალხიდან” იყო.ბატეკეს ხალხის კიდევ ერთი წარმომადგენელი – შარლ დავიდ განაო-ტეკე 1996-1997 წლებში კონგოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელი მონაცემებით “ბატეკეს ხალხის” რაოდენობა 800 000 ადამიანს შეადგენს.მათ შორის ყველაზე მეტი კონგოს რესპუბლიკაში ცხოვრობს,დაახლოებით 508 000 ადამიანი; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 267 000 ადამიანი,ხოლო გაბონში 54 000 ადამიანი.