“ვანჩგუკების სამეფო დინასტია”
“ვანჩგუკების სამეფო დინასტია” - წარმოადგენს მონარქიას აზიის სახელმწიფო ბჰუტანში და იგი სათავეს იღებს 1907 წლიდან,მას შემდეგ რაც მათ ქვეყანა გააერთიანეს თავიანთი დინასტიის მმართველობის,კონტროლის ქვეშ.მანამდე აღნიშნული გვარი წარმოადგენდა ბჰუტანის ერთ-ერთი პენპოლის (ადმინისტრაციული ერთეული ბუჰუტანში) – ტონგსას გუბერნატორებს.ბჰუტანის მეფის ფორმალური სახელწოდება გახლავთ “დრუკ გიალო”,რაც თარგმანით “დრაკონთა მეფეს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) ბჰუტანის პირველი მეფე “ვანჩგუკების დინასტიიდან”,გახლდათ – უგენ ვანგჩუკი (1861-1926 წლები),რომელიც სამეფო ტახტზე ავიდა 1907 წელს და გააერთიანა ქვეყანა.ამასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა აღნიშნული დინასტიის მმართველობას,რომელიც დღემდე გრძელდება ბჰუტანში.იგი წარმოადგენდა პირველ მეფეს ბჰუტანისა,რომელმაც 1910 წელს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ინგლისელებთან,რის შემდეგადაც მიიღეს უფლება თავად ემართათ ქვეყანა და ინგლისი აღარ ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში.ამ პერიოდიდან კი დაიწყო ბჰუტანის “იზოლაცია” გარე სამყაროსაგან.მანამდე კი 1904 წელს უგენ ვანგჩუკმა მონაწილეობა მიიღო ინგლისელებთან ერთად ტიბეტის დალაშქვრაში და ამ ოპერაციაში მონაწილეობისათვის “სერ”-ის ტიტულითაც დაჯილდოვდა.მეორე მეფე “ვანჩკუკთა დინასტიიდან” გახლდათ – ჯიმგე ვანჩგუკი (1902-1958 წლები),რომელმაც ბჰუტანის სამეფო ტახტზე 1926 წლის 21 აგვისტოს ავიდა და მისი მმართველობა ქვეყანას კიდევ უფრო დიდ იზოლაციად დაუჯდა “გარე სამყაროსთან”.მას შემდეგ ამ ქვეყანას,აღნიშნული დინასტიის კიდევ სამი წარმომადგენელი მართავდა და პირველი ქვეყნის მოდერნიზაცია და ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანა,რიგით მესამე მეფემ “ვანჩგუკთა დინასტიიდან” – ჯიგმე დორჯი ვანჩგუკმა (1929-1972 წლები),დაიწყო,რომელმაც პირველმა ჩაუყარა საფუძველი ბჰუტანში საგანმანათლებლო სისტემის პოპულარიზაციას.მის სახელთან არის დაკავშირებული “შერიბცეს პირველი აკრედიტირებული კოლეჯის” დაარსება,რომელიც შემდგომ ბჰუტანის სამეფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზად იქცა.შემდგომმა მეფეებმა ეს კურსი გააგრძელეს და ქვეყანა მეტ-ნაკლებად გამოიყვანეს იზონაცინალისტური პოლიტიკური მმართველობიდან.დღესდრეობით ბჰუტანის მეფე გახლავთ ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანჩგუკი,რომელიც სამეფო ტახტზე ავიდა 2006 წელს.მან განათლება ინგლისისა და ამერიკის შეერთებულ შტატების საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო.ოქსფორდში კი დაიცვა დისერტაცია პოლიტოლოგიის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) 2011 წელს,31 წლის ასაკში ის დაქორწინდა 21 წლის – დეცუნ პემაზე და საქორწინო რიტუალი ბუდისტური ტრადიციის სრული დაცვითაც განხორციელდა.1907 წლიდან მოყოლებული – “ვანჩგუკების დინასტიის” სულ ხუთი წარმომადგენელი იყო ბჰუტანის სამეფოს სათავეში 2007 წელს კი ამ დინასტიის მართველობის 100 წლისთავი იქნა საზეიმოდ აღნიშნული.