მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “იუდას ამბორი”
“იუდას ამბორი” - წარმოადგენს ბრწყინვალე ნამუშევარს გენიალური იტალიელი მხატვრის - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოსი (1571-1610 წლები),რომელიც დახატული უნდა იყოს დაახლოებით 1602 წელს და გამოსახავს ბიბლიურ სიუჟეტს “ქრისტეს გაცემისა” იუდას მიერ.აღნიშნული ტილო მხატვარმა დახატა,მისი მუდმივი კლიენტის – კირიაკო მატეის შეკვეთის მიხედვით.XVIII საუკუნიდან ტილო დაკარგულად მიიჩნეოდა,თუმცა 1990 წელს იგი აღმოჩენილ და ამოცნობილ იქნა,ირლანდიის ეროვნული გალერეის მთავარი რესტავრატორის – სერჯიო ბენედეტის მიერ,იეზუიტთა ორდენის “ქრისტეს საზოგადოების” დუბლინის წარმომადგენლობაში. (ავტორი გენია.ჯი) ფართო საზოგადოებისათვის კი შედევრის აღმოჩენა ცნობილი მხოლოდ 1993 წელს გახდა.ტილოს აღმოჩენის შემდეგ მას რესტავრაცია თავად აღმომჩენმა ჩაუტარა.1930 წლამდე ტილო იეზუიტთა სატრაპეზოში იყო წარმოდგენილი და მას არა კარავაჯოს ნამუშევრად,არამედ სხვა მხატვრის ტილოს ასლად მიიჩნევდნენ.როგორც შემდგომში გახდა ცნობილი “იუდას ამბორი” კირიაკო მატეის ოჯახის მიერ 1802 წელს გაყიდულ იქნა და მის შემძენად უილიამ ჰამილტონ ნისბეტი მიიჩნეოდა.მოგვიანებით ტილო შეიზინა ირლანდიელმა პედიატრმა – მარია ლი-უილსონმა,რომელმაც ტილო 1930-იან წლებში,საჩუქრად გადასცა იეზუისტთა ზემოთ აღნიშნულ ორდენს.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული სურათის მეორე ვარიანტად მიჩნეული ტილო,რომელიც დღემდე დაცულია ოდესის სამხატვრო ხელოვნების მუზეუმში,ერთ-ერთი გახმაურებული ძარცვის “მსხვერპლი” გახდა.მოგვიანებით ტილოს აღმოჩენის (გერმანიაში) შემდეგ ჩაუტარდა გამოკვლევა,რამაც დაადასტურა,რომ ოდესელთა მფლობელობაში მყოფი სურათი – “იუდას კოცნა”,არ წარმოადგენდა კარავაჯოს ნამუშევარს და იგი დახატულ იქნა დიდი იტალიელი მხატვრის – ჯოვანი დი ატილის მიერ,საკუთარი ძმის შეკვეთის საფუძველზე,მაშინ როდესაც კარავაჯო ათი წლის გარდაცვლილი იყო.აღნიშნულ დასკვნას კი ოდესელი ხელოვნებათმცოდნეები და ექსპერტებიც ეთანხმებიან. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ორიგინალი შედევრი,ტილო “იუდას ამბორი”,ირლანდიის (დუბლინი) ეროვნულ მუზეუმშია დაცული,მას შემდეგ,რაც იგი იეზუიტთა ორდენმა უვადო არენდით გადასცა აღნიშნულ მუზეუმს.