საზიანო შინაარსის მქონე წიგნები…

ამერიკის შეერთებულ შტატებში,რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა,ხელოვნების მოღვაწეებმა,ლიტერატორებმა და მეცნიერებმა.გამოკითხვის მიზანი იყო დაედგინათ ყველაზე “საზიანო შინაარსის” მქონე წიგნები და ნაწარმოებები,რომლებიც ოდესმე ადამიანს დაუწერია კაცობრიობის ისტორიაში და რომელთაც გარკვეულწილად უარყოფითი გავლენა მოუხდენიათ კაცობრიობის ისტორიისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამ ორიგინალური გამოკითხვის შედეგად დადგინდა ყველაზე საზიანო შინაარსის მქონე წიგნები,რომელთა ნაწილს აქვე შემოგთავაზებთ:

1. ყველაზე საზიანო ნაშრომად ნაშრომად და შესაბამისად პირველი ადგილის მფლობელად,აღნიშნულ გამოკითხვაში დასახელებულ იქნა ფრიდრიხ ენგელსისა და კარლ მარქსის მიერ შექმნილი წიგნი,სამეცნიერო კომუნიზმის თემატიკაზე – “მანიფესტი კომუნისტური პარტიისა”,რომელიც ერთგვარ სამაგიდო წიგნად იქცა კომუნისტი ლიდერებისათვის.თუ რა შედეგები მოიტანა კომუნისტური პარტიის იდეოლოგიამ,რომლის ძირითადი თეზისები სწორედ ამ წიგნიდან მომდინარეობდა,კაცობრიობამ საკუთარ თავზე გამოსცადა.

2. მეორე “საპატიო” ადგილი გამოკითხვაში დაიკავა,ფაშიზმის ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა ადოლფ ჰიტლერმა,მის მიერ გამოცემული წიგნით “ჩემი ბრძოლა” (Mein Kampf).დღევანდელობაში ამ წიგნს მოიხსენიებენ,როგორც “ბიბლია ნაციზმისა”.ამასთანავე აღნიშნულ წიგნს რასობრივი დისკრიმინაციის უმთავრეს თეორიადაც ასახელებენ.

3. მესამე ადგილის მფლობელი გახლავთ,ჩინური კომუნიზმის მამის – “მაო ძე დუნის ციტატები”.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული წიგნი გამოკითხვაში ესოდენ “მავნებლურად” იქნა მიჩნეული,იგი დღემდე ყველაზე წაკითხვად წიგნად არის მიჩნეული არა მარტო ჩინეთში,არამედ მსოფლიოშიც კი.არ არსებობს ჩინეთში ზრდასრული ადამიანი,რომელმაც მინიმუმ ათი ციტატა არ იცოდეს “მაო ძე დუნის ციტატებიდან”.

 გამოკითხვის შედეგად დადგენილ იქნა ასევე სხვა ავტორების მიერ დაწერილი წიგნებიც,მაგალითად: ამერიკელი ალფრედ კინსის მიერ დაწერილი წიგნი სახელწოდებით “დემოკრატია და განათლება”,ეგზომ სკანდალურ წიგნად იქცა გამოქვეყნებისთანავე,რადგან იგი შეიცავს ანტირელიგიურ შეხედულებებს და უარყოფს ყოველგვარ მორალურ თვისებებს ადამიანისა.სიაში მოხვდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს მიერ დაწერილი ნაშრომი “სიკეთისა და ბოროტების მიღმა”. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკელი – ბეტი ფრიდენის მიერ დაწერილი წიგნი “ქალწულობის საიდუმლო”,რომელიც დღემდე მიჩნეულია,როგორც “ფემინისტური ბიბლია”,ერთ-ერთი მავნებლური სიუჟეტების შემცველ წიგნად იქნა მიჩნეული და გამოკითხვის ნუსხაშიც “საპატიო ადგილის” მფლობელი გახდა.წიგნი სახელწოდებით “პოზიტიური ფილოსოფიის კურსი”,რომლის ავტორიც გახლავთ ფრანგი ფილოსოფოსი – ოგიუსტ კონტი,ასევე ყველაზე უსარგებლო და მავნებლური შინაარსის შემცველ წიგად იქნა დასახელებული. (ავტორი გენია.ჯი)