ლუდვიგ ბოლშტეინის ბიოგრაფიიდან…
ლუდვიგ ბოლშტეინი (1888-1940 წლები),წარმოადგენდა გამოჩენილ ლატვიელ სამხედრო მოღვაწეს,დიდ მამულიშვილსა და გენერალს ლატვიური არმიისა,რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ლატვიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირა.იგი ხელმძღვანელობდა ლატვიის საზღვრების დაცვას.1916 წელს ლუდვიგმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. (ავტორი გენია.ჯი) 1917 წელს დაკავებულ იქნა ანტიბოლშევიკური პროპაგანდისათვის,თუმცა მოახერხა ციხიდან გაქცევა,რის შემდეგადაც კვლავაც აქტიურად ჩაერთო ანტიბოლშევიკურ იატაკქვეშა ბრძოლაში.საბოლოო ჯამში 1940 წლის 21 ივნისს საკუთარ კაბინეტში იმისათვის,რომ ტყვედ არ ჩავარდნოდა კომუნისტებს,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) მაგიდაზე კი ნახეს ლუდვიგ ბოლშტეინის წერილი,რომელშიც ეწერა:
“ლატვიის არმია ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ჯარი მათ ძლიერ ჩამორჩება რიცხოვნებით,ჩვენ მაინც გავუწევთ მათ წინააღმდეგობას და თუ კი ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ,მაშინ აუცილებლად დავიღუპებით,ისე,როგორც ნამდვილ ლატვიელ მამულიშვილებს შეჰფერით.ჩვენ ლატვიელებმა,ავაშენეთ ახალი,შესანიშნავი საერთო სახლი,ანუ ჩვენი სახელმწიფო.თუმცა არის დიდი მცდელობა იგი ჩვენივე ხელით დაგვანგრევინონ.ყველამ უნდა იციდეს,რომ მე როგორც ლატვიელ გენერალს და პატრიოტს ამ ქვეყნისა,არანაირი სურვილი და უფლება არა მაქვს ამ საშინელ მოვლენებში მივიღო მონაწილეობა”. (ავტორი გენია.ჯი)