ნიკოლო პაგანინი – “ეპიზო
ვენეციაში ყოფნის პერიოდში გენიალურმა იტალიელმა მევიოლინემ - ნიკოლო პაგანინიმ (1782-1840 წლები) “სან-სამიუელის” თეატრში მოღვაწე ულამაზესი გოგონა – ანტონია ბიანკა გაიცნო,რომელთანაც თანაცხოვრებაშიც 1825 წლის 23 ივლისს ვაჟი,სახელად – აქილინო შეეძინა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ პაგანინი თავის მეუღლეს ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ გმირ ქალს – ევრიდიკეს ადარებდა და დიდ პატივსაც მიაგებდა მას.იმ ამაზრზენმა ბრალდებებმა,რომელსაც ნიკოლოს თავისი მოშურნეები და მტრები უვრცელებდნენ ხალხში,ერთობ დიდი გავლენა იქონია ანტონიაზე,რასაც შედეგად ცოლ-ქმარს შორის პირველი განხეთქილებაც მოჰყვა.ბავშვის დაბადებიდან მცირეოდენი დრო იყო გასული,როდესაც პაგანინის მიერ ევრიდიკედ წოდებულ ანტონიაში საშინელი გარდასახვა მოხდა.
ერთ დღეს,სახლში დაბრუნებულ პაგანინის განრისხებული მეუღლე დაუხვდა:
- ყველანი მეუბნებიან,რომ თქვენ უღმერთო ხართ,კარბონარი ხართ,რომ თქვენ არ შეასრულეთ მღვდლის მოთხოვნა,რომელმაც წინადადება მოგცათ ნაკურთხ წყალში ამოგევლოთ თქვენი ვიოლინო,რათა ამით დაგემტკიცებინათ იმ ცილისწამების უსაფუძვლობა,ვითომდა თქვენი ვიოლინო ეშმაკისათვის არის შეწირული.თქვენ ქრისტეს ეკლესიის მტერი ხართ.
პაგანინი მუშტმოღერებული მეუღლის სიტყვებს ზურგზე ხელდაწყობილი,უსიტყვოდ ისმენდა.მაგრამ მალევე მასაც აევსო მოთმინების ფიალა და ბიანკას დაუყვირა:
- რა თქმა უნდა! განა იმიტომ არ გააკეთა ეს ვიოლინო ღვთაებრივმა გვარნერიმ,რომ თქვენს ხუცებს წყალში დაელბოთ იგი? ფარისეველთა ხროვა მზად არის ყოველგვარ მუხანათობას მიმართოს ჩემს,როგორც მუსიკოსის დასაღუპავად.დიახ,მე მართლაც დაკავშირებული ვარ ეშმაკთან,ნამდვილად ვიმყოფები უწმინდური ძალის ხელში,მაგრამ ეს უწმინდური ძალა ხუცები არიან,ხოლო ეშმაკი თქვენა ხართ,სინიორა!
ამ დროს ანტონია ერთი ნახტომით გაჩნდა კედელთან,ჩამოგლიჯა ყულფიდან ფუტლიარი და ვიოლინოს დაეძგერა…
როდესაც ნიკოლო შინ დაბრუნდა,გვარნერის შედევრი-ვიოლინო იატაკზე სიმებდაწყვეტილი და განადგურებული დაუხვდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანტონია ბიანკი (პაგანინის მეუღლე)