საშინელი ფაქტები “ანექსირებული საქართველოს” ისტორიიდან…
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოსცა ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.1802 წლის 12 აპრილს რუსებმა თბილისში გამოაცხადეს მეფობის გაუქმება და რუსული მმართველობის დამყარება. (ავტორი გენია.ჯი) იმთავითვე ნათელი იყო,რომ რუსები საქართველოში სასიკეთოდ არ მოდიოდნენ,რადგან მათ ზრახვებში აშკარად ჩანდა საქართველოს,რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი “კოლონიად” ქცევის დიდი საფრთხე.
დღიდან საქართველოს ანექსიისა,მათ რუსული თვითმმართველობა დააწესეს,ქართული ენა აკრძალეს,რუსული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადეს.ხალხს აბუჩად იგდებდნენ და უდიდესს შეურაცყოფას აყენებდნენ.
თუ რა ჯოჯოხეთი დაატრიალეს რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფოში,ამის ნათელსაყოფად ორიოდე მაგალითს მოვიტან:
რუსის ჯარისკაცები გართობის მიზნით ქართველ ქალს გააშიშვლებდნენ,წრეში მოაქცევდნენ და ხარხარებდნენ ქალის უმწეო მდგომარეობით.იყო შემთხვევები,ქართველ ქალებს ხარის მაგივრად უღელში შეაბამდნენ და მათრახით მიერეკებოდნენ.
ერთ სოფელში რუსმა ჯარისკაცებმა სოფლის ცენტრში შეკრიბეს სოფლის მკვიდრი მოსახლეობა,მოატანინეს დიდი ქვაბი,ჯარისკაცებს ქვაბში მოაშარდვინეს,შემდეგ დააკვლევინეს ძაღლები,ძაღლის ხორცი ქვაბში ჩააგდეს,მოხარშეს.შემდეგ ძაღლის ხორცი ძაღლისავე განავლით “შეკაზმეს” და სუფრაზე დააწყვეს.ისედაც გაუბედურებული ქართველი გლეხები სუფრასთან დააჯინეს,თითოეულს ორი ჯარისკაცი მიუჩინეს და ხიშტების ძალით გნავლით შეკაზმული ძაღლის ხორცი აჭამეს. (ავტორი გენია.ჯი)
ხშირად რუსები გლეხის ჭურ-მარანს ესტუმრებოდნენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ქვევრს თავს მოხდიდნენ,გაილეშებოდნენ და იქვე გამოინელებდნენ.დაშინებული გლეხი ღვინოს ამოსაღებს გადამალავდა,მაგრამ რუსები ამას არაფრად დაგიდევდნენ,ღვინოს ჩექმით ამოიღებდნენ და მიირთმევდნენ,შემდეგ პროტესტის ნიშნად ღვინით სავსე ქვევრში აშარდავდნენ… გლეხი იძულებული იყო რამდენიმე საპალნე ღვინო გადაექცია და ის ქვევრი საერთოდ აღარ ეხმარა.
რუსი დამპყრობლების გაგებით ხომ კავკასია და საქართველო,მხოლოდ ბარბაროსებით დასახლებული ტერიტორია იყო და მეტი არაფერი.სწორედ ამიტომ იყო,რომ ყველა რუსი ნაძირალა,საქართველოსკენ რომ მოისწრაფვოდა და აღსანიშნავია ისიც,რომ ყველა ის დამნაშავე,რომელსაც სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისათვის ჰქონდა მისჯილი რუსეთში (ციმბირში გადასახლებით),მათ საქართველოში ამწესებდნენ და არა ციმბირში,რადგან რუსების წარმოდგენით საქართველო ველურთა ქვეყანასთან ასოცირდებოდა… (ავტორი გენია.ჯი)