გიორგი I – “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

“ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს,განა თუ სხვისი,საკუთარი თავის,თავის ხალხის მოღალატენი…

ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია,ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპიზკოპოსები… ხალხიც აზნაურებს ბაძავდა,ამიტომაც მშვენიერს “უცხოს” უწოდებდნენ…
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები,ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე,ხოლო ქეიფის დროს დანაქადნები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს,მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით,რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ,მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”. (ავტორი გენია.ჯი)