“აპოკრიფი”

“აპოკრიფი” - ბერძნული ენიდან ითარგმნება,როგორც – დაფარული,საიდუმლო.იგი წარმოადგენდა გვიანიუდაურ და ადრექრისტიანულ ისეთ არაკანონიკურ ლიტერატურულ თხზულებებს,რომლებიც არ შესულან ბიბლიურ კანონიკებში.თვადაპირველად აღნიშნული ტერმინი იხმარებოდა გნოსტიკური ხასიათის თხზულებების მიმართ,რადგან გნოსტიკოსები ცდილობდნენ თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ.მოგვიანებით კი იგი დაუკავშირდა ადრექრისტიანულ ტექსტებს (სხვადასხვა არაკანონიკურ ეპისტოლებს,გამოცხადებებს,სახარებებს),რომლებიც ქრისტიანული ეკლესიის მიერ არ იქნა ცნობილი ღვთივშთაგონებულად და არ იქნენ შეტანილი ბიბლიურ კანონში.აპოკრიფები იყოფიან ზველი აღთქმისა და ახალი აღთქმის აპოკრიფებად.”საეკლესიო ლექსიკონის” მიხედვით აპოკრიფი წარმოადგენს “იდუმალი,უცნობი ავტორის მიერ გამოცემულ არაკანონიკურ წიგნს,რომელსაც ეკლესია მრევლისათვის არ კითხულობს,როგორც მაგალითად კითხულობს წმინდა წერილის ტექსტებს.შესაბამისად ისინი შეტანილ არ იქნენ ბიბლიურ კანონიკურ ტექსტებში”. (ავტორი გენია.ჯი) აპოკრიფები შეიცავენ მნიშვნელოვნად დამახინჯებულ რელიგიურ ისტორიებს და ქრისტიანულ დოგმატებს,რის გამოც ისინი არ შეიძლება მიჩნეული იყვნენ ღვთისმეტყველურ შთაგონებებად და წმინდა ეკლესიის მამების მიერ არ იქნა მიღებული.აპოკრიფები სათავეს უზველესი ეპოქებიდან იღებს და იგი ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე იქნა ცნობილი,იმ პერიოდიდან როდესაც ებრაელებმა ეგვიპტელთა ტყვეობას დააღწიეს თავი.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება იუდეური რელიგიის პირველი სასულიერო პირის – ეზდრას მიერ,დაინტერესება აპოკრიფებით და მანვე მოახერხა მნიშვნელოვანი ნაწილის შეგროვება აპოკრიფებისა.ეზდრამ 39-მდე აპოკრიფის შეგროვება შეაძლო და მანვე იგი თარგმნა თანამედროვე ებრაულ ენაზე,რომელთა ნაწილიც შეტანილ იქნა “თალმუდში” (თალმუდისტების მიერ შეკრებილი და შედგენილი მოძღვრების წიგნი).აპოკრიფებით ასევე მდიდარია “კაბალა” (მოძღვრება იუდაიზმში).ეზდრას გარდაცვალების შემდგომ,კვლავ გაგრძელდა “აპოკრიფების” ტექსტების მოძიება. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ტექსტებით კი საკმაოდ მდიდარი გახლდათ “ალექსანდრიის ბიბლიოთეკა” და მათი უმრავლესობა თარგმნილ იქნა ბერძნულ ენაზე.თანამდროვე სამყაროში “აპოკრიფები” ითხზება სხვადასხვა რელიგიური სექტების მიერ და ფართოდ ავრცელებენ მათ მიმდევრებში.