კურტ ვონეგუტის მოსაზრებები…
1. ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი მეგობარი-მწერალი დავკარგე,რადგან როდესაც ისინი რაიმე ახალ ნაწარმოებს დაწერდნენ,ჩემთან მოჰქონდათ შესაფასებლად და მეუბნებოდნენ,მეთქვა სიმართლე თუ რას ვფიქრობდი მათ მიერ მოტანილი ნაწარმოების შესახებ.მე რაღა თქმა უნდა როგორც მეგობარს,მათ სრულ სიმართლეს ვეუბნებოდი,რის შემდეგაც ისინი ჩემთან ურთიერთობას საბოლოოდ წყვეტდნენ.
2. როდესაც გარდავიცვლები,მინდა ჩემი საფლავის ეპიტაფიად დააწერონ შემდეგი სიტყვები: “მუსიკა იყო მისთვის ერთადერთი დამადასტურებელი ფაქტი,ღმერთის არსებობისა”.
3. არასერიოზული კაცთა მოდგმისათვის,ცხოვრება ძალიან სერიოზულად გამოიყურება.
4. როგორც წესი,მწერლები თავიანთ საუკეთესო ნაწარმოებებს 45 წლის ასაკამდე წერენ. (ავტორი გენია.ჯი)
5. ჩემი ნათესავები მეუბნებიან,რომ ძალიან მოხარულები არიან ჩემი წარმატებული ლიტერატურული მოღვაწეობით,თუმცა არც ერთ მათგანს სამწუხაროდ,ერთი ჩემი ნაწარმოებიც კი არა აქვს წაკითხული.