ტიციან ტაბიძე – “ნიკო ფიროსმანი”
“მსოფლიო ხელოვნების და მწერლობის ისტორიაში ყველაზე მწუხარე და მგრძნობიარე სტრიქონებია: “დავიწყებული და გამორჩენილნი”.მართალია,ყველაზე უფრო ეს გეორგ ბრანდესმა აატირა,როცა ეხებოდა ფრანგ რომანტიკებს,მაგრამ ნამდვილად რამდენია ყველა დიდ ერში ისეთი სახელები,რომელნიც საუკუნეების შემდეგ აღმოჩენილნი,კიდევ იმორჩილებენ საუკუნეებს. (ავტორი გენია.ჯი)განა ყაჩაღი და საწყალი “შკოლიარი” ფრანსუა ვიონი,კიდევ არ აატირებს რამდენიმე მოდგმას,განა მისი “ანდერძი” ალექსიანივით არ იწვევენ ცრემლებს? ქართულ მწერლობაშიც ვალერიან გაფრინდაშვილმა შექსპირის სახელს დაუპირისპირა ჩესტერტონი.
ქართულ მწერლობის უბედურება ისიც არის,რომ აქ არა არის ანთება სახელისთვის.განა საქართველოში შეიძლება წარმოდგენა,როცა უკვე მოხუცებული ვერლენი სტიროდა: “ძმებო,ჩემო ცუდო ძმებო,განა ეს არის რასაც ჰქვია “დიდებაო?” ეს მაშინ,როცა ის გამოცხადებულ იქნა პოეტების მეფედ და სიცოცხლე კი დალია საავადმყოფოში.
ჩვენშიც მუშაობს “დიაბოლი” დიდების მაშინის.აქ საკმაო დაწყება,რომ სახელი მზად არი,თუ გინდათ ეს გასინჯეთ იმ სახელებზე,რომელნიც აქამდე არცხვენენ საქართველოს.მე არ ვლაპარაკობ ქართულ ისტორიაზე,სადაც შეიძლება აღმოჩენა სემირამიდის ბაღებისაც.
მხოლოდ ყველა ქართველებში გამონაკლის შეადგენს ნიკო ფიროსმანი.მისი კონგენიალი ორეული ვაჟა-ფშაველა,რომელსთანაც მას აქვს სრული ანალოგია,უკვე სიცოცხლეში მოესწრო გაღმერთებას: გაიხსენეთ მისი მიღება ილია ჭავჭავიძისგან ახალგაზრდობაში და გაიხსენეთ გრიგოლ რობაქიძის ლექცია მის სიცოცხლის დასასრულს,რომელმაც მეწამულით გაანათა პოეტის მწუხრი და უკანასკნელი გაბრძოლებით აისროლა დიდების ეტლზე.ალბათ იმიტომ,რომ განგებას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს შერჩეს ყველა ატრიბუტი დიდი ერის,როგორც ბედნიერება გენიის დაბადების,ისე მისი დაკარდვა.ჩვენ დღეებში,უკვე დაწვრილმანებულ საქართველოში დაიკარგა ყველაზე დიდი გენია,ჩვენ თვალის წინ,ჩვენი დასწრებით,და ეს გენია იყო ნიკო ფიროსმანი.
იყო რაღაც სასწაული იმაში,რომ ეს ლეგენდა ნიკო ფიროსმანის იბადებოდა ჩვენ თვალწინ.მე აქამდისაც არ მჯერა,რომ ჩვენი დრო იყოს ასე ბედნიერი.ნიკო ფიროსმანი მართლა რომ ცისარტყელაა ჩვენი კულტურის წარღვნის.მაგრამ ბედისწერის თავის საკუთარი და იდუმალი გარდაუვალობით,თვითონ მის სიცოცხლეში ნიკო ფიროსმანს შეეხო მეორე გენია,რომელმაც არაადამიანური წამებით იყიდა ეს სახელი რჩეულთათვის,თითქო მისთვის ირონია იყო აღმოეჩინა ის მხატვარი,რომელსაც საქართველოში არაფრად არ დაუჯდება ტრიუმფი,რომ ყველაზე წინ თვითონ გრიგოლ რობაქიძე გახდება მისი გეროლდი. (ავტორი გენია.ჯი) ალბად ნიკო ფიროსმანმა წაიკითხა ეს პირველი წერილი გრიგოლ რობაქიძის მაგრამ ის ამას გაიგებდა?
მზემ იცის,ან ჩვენმა პლანეტამ რას ჰფიქრობდა მასზე ნიუტონი; ჩვენი ადამიანური გაგებით ნიუტონი უფრო წამებულია და უფრო გენია,თუმცა იმ სისტემებში რომელნიც მას აწვალებდნენ ყველაზე უფრო ის გრძნობდა თავის ატომობას.
მე უფრო გამიხარდებოდა,რომ ფიროსმანი ჯერ არ იყოს აღმოჩენილი,ვინ იცის,რამდენ ხანს მოუნდება კიდევ საქართველოს ლოდინი,რომ ასეთი უეცარი მადანი კულტურის და შემოქმედების ამოვარდეს,სხვა არ იყოს საქართველოს გეოლოგია,უფრო შესასწავლია ვინემ ისტორია.ნიკო ფიროსმანს პირველად წააწყდა ერთი ფრანგი მოგზაური,შემდეგ მის აღმოჩენას დაესაკუთრნენ ფუტურისტები ძმები ზდანოვიჩები,მათზე კიდევ ადრე დაწერილია ზემოთ ნახსენები წერილი.პირველი ტრანსპორტი ნიკო ფიროსმანის სურათების ამ ფრანგმა წაიღო,ყველაზე დიდი კოლექცია კიდევ ზდანევიჩებმა შეიძინეს,მხოლოდ შემდეგ შეუდგნენ ქართველები ნიკო დიროსმანის ძებნას და დღეს საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს ეროვნულ გალერეიას,მხატვრებს: ლადო გუდიაშვილს და დავით კაკაბაძეს და სხვა კერძო პირებს,მაგრამ კიდევ უფრო დიდი კოლექციები უნახებიან იმ სარდაფებში,სადაც სწერდა თვითონ ნიკო ფიროსმანი,და რომლის გენიასაც ასეთი გრძნობით იგონებენ სარდაფების პატრონები,რემოლთაც,ბევრის გაგებით,თითქო არც კი აქვთ გრძნობა,მაგრამ ეს არის ალბად ატმოსფერული გავლენა გენიის.
იმიტომ,რომ ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინეს ზდანევიჩებმა,იმიტომ,რომ მის სურათებში მართლა არის ის რაც აშორებს მას თანამედროებას,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნიკო ფიროსმანს დაერქვა ფუტურისტი.
ნიკო ფიროსმანი,რასაკვირველია,არ არის ფუტურისტი,ამ სიტყვის როგორც ჟუპელის გაგებით,ამ სიტყვის თუნდაც იმ უბრალო გაგებით,როცა ფოკუსნიკები ლუკმას ართმევენ მართლა ფოკუსნიკებს.ნიკო ფიროსმანი ფუტურისტია და მომავლის ადამიანი,როგორც ფენომენი.
ჩვენ ქართველებს,რომ არ აღმოგვიჩნდნენ ხელოვნების მეისტორიენი,არქეოლოგები,რომ არ იქნეს შესწავლილი და დაფასებული ბექა ოპიზარი,და სხვა ძველი ოსტატები დიდებული ფრესკების,ჩვენთვის საკმაოა,რომ თანამედროვენი დაინახავენ ნიკო ფიროსმანს.
ერს,რომელსაც არ აქვს ისტორიულად გენია,ასეთი სასწაული არ დაემართება.ყველა,ვინც მოვა საქართველოში,ისე აქბენ ფიროსმანს,როგორც ჩვენ მზეს,ჩვენ მთებს,და ჩვენ ვენახს.აქ არ არის ჰიპერბოლა სტუმარის,უკეთესს შემთხვევაში ეს არის შეხარბება (ასე ეხარბებოდა სერგეი სუდეიკინს,რომელსაც არ სჯეროდა,რომ ასეთ გენიას ჩვენ დროში კიდევ ეძლევა ბედი).
მარტო ჩამოთვლა ნიკო ფიროსმანის სურათების და კატალოგი დაიჭერდა ერთ გაზეთს.ამიტომ შეუძლებელია აქ წერა ნიკო ფიროსმანზე,როგორც მხატვარზე,ამისთვის ჩვენ ვამზადებთ საკუთარ მონოგრაფიას,რომელსაც რომ არ დაემატოს რამე გარდა სურათების შეკრების და რეპროდუქციებისა,მაინც იქნება მონუმენტალური და დიდი ისტორიის ფაქტი. (ავტორი გენია.ჯი) აქ მინდა მხოლოდ ავღნიშნო,ის შეიძლება ელემენტალური ცნობა,რომ ბევრმა ქართველმა არ იცის,რომ თანამედროვე მხატვრობას საქართველოში სულს უდგამს ნიკო ფიროსმანი,ლადო გუდიაშვილი,რაც უნდა დამოუკიდებელი არ იყოს მისი ნიჭი,ძირიან ფესვიან გამოდის ფიროსმანიდან,აგრეთვე სხვა ახალგაზრდა მხატვრები,რომელთაც მომავალი ეტყობათ.ნიკო ფიროსმანი ისეა როგორც თანავარსკვლავედი “დევის ნაფეხური” ან “იერუსალიმის გზა”,რომელიც ყოველთვის გაანათებს დიდ გზას ხელოვნებაში; პირადად ჩემს თავისთვის ეხლაც ვერ მიპატიებია,რომ შეიძლება მქონდა პირადად მენახა ეს ჯადოქარი,ამხსოვს მან მხოლოდ ერთი წამით გაგვასწრო მე და პაოლო იაშვილს როცა კაფე-დარბაზში მიიტანა თავის სურათი “რუსთველი და თამარი”… ყველა ძიება შემდეგ კვალის გახდა უიმედო,თითქო მას ყველა ნახულობდა,და ნამდვილად კი ვერავინ გვიჩვენა ის კვალი და მე აქამდის აპოკრიფულად მიმაჩნია,რომ მან ლოთმა და ღატაკმა მიხეილის საავადმყოფოში დალია ყველაფრის დამტევი სული,სული რომელმაც ხელმეორეთ შვა საქართველო ვენახის,სინოყივრის,ღვინის,პურის ბარაქის და ლამაზი ფაუნასი.
ნიკო ფიროსმანი არავის დაემდურება,მისმა გენიამ პირველ შობილ ენთუზიაზმის არ იცის მწუხრი.ის მარად იქნება “ქართულ დღეობაში” (რომელიც მას ასე უყვარდა და რომლის ათასი ვარიანტი აქვს) ის მუდამ იქნება სააღდგომო კრავივით (რომ მიულოცოს ერს აღორძინება) და მაშინ,როცა გადაშენდებიან სარდაფის პატრონები,რომელნიც იცნობდნენ მას პირადათ,მათ მაგიერ ტფილისში,ახალ პარიზში,სადაც ათასზე მეტი იქნებიან ქართველი მხატვრები,მოიგონებენ ამ შუადღის ლეგენდას,ლოთ ნიკალას,ჯადოქარ ოსტატს,და საქართველოს მზეს”. (ავტორი გენია.ჯი)