სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალა – „ეპიზოდი”
რომის იმპერატორმა 211-217 წლებში - სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალას (188-217 წლები), რომელიც თავისი უხიაგი და საშინელი ხასიათით იყო გამოირჩეული, მამის – ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის გარდაცველების შემდგომ, საკუთარ ძმასთან – პუბლიუს სეპტიმიუს გეტასთან დიდი კონფლიქტი წარმოექმნა საიმპერატორო ძალაუფლების გამო.ამიტომ მან გადაწყვიტა ლუციუსის თავიდან ჩამოცილება, რის შემდგომაც ცბიერებით განთქმულმა კარაკალამ დედას სთხოვა, საკუთარ ძმასთან შესარიგებლად შეხვედრა მოეწყო. მართლაც 211 წლის 26 დეკემბერს ძმებს შორის, დედის პირად ოთახში და მასთან თანდასწრებით შედგა კარაკალასა და გეტას შეხვედრა, რა დროსაც კარაკალას მიერ ვერაგულად იქნა მოკლული ღვიძლი ძმა. მან სიცოცხლე დედის მკლავებში დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი) როდესაც კარაკალას უთხრეს, რომ გარდაცვლილ გეტას მოსახლეობა ღმერთად აღიარებას უპირებსო, მან შემდეგი რამ მიუგო:
„Sit Divus,modo non nivus” (რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს: „იყოს ღმერთი, ოღონდ ცოცხალი ნუ იქნება”).
ამ მკვლელობით კარაკალამ სრულიად იგდო ხელში რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველობის სადავეები.
მის სახელთან ასევე არის დაკავშირებული (პართიაში ლაშქრობისას) ქალაქ არბელაში (ერაყი) პართიელი მეფეების საფლავების გათხრა და მათი ნაშთების შებილწვა-მიმოფანტვა. საბოლოოდ კარაკალამ სიცოცხლე 217 წლის 8 აპრილს შეთქმულების შედეგად ისე დაასრულა, რომ შთამომავლობა (შვილები) არ დარჩენია. ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა ,როგორც ერთ-ერთმა საშინელმა მმართველმა რომის იმპერიისა. (ავტორი გენია.ჯი)