ჯანსუღ ჩარკვიანი – “ჰიმნი თავისუფლებას”

მაგრად დაჰკარი,მაგრად დაჰკარი,

დადგეს ყიჟინი,კორიანტელი,

რომ საქართველოს რწმენის აკვანი

კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.

***

მაგრად დაჰკარი,მაგრად დაჰკარი,

მტერსავით თვალი არვის ექნება,

ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა,

სატრფოსთან შეყრა არ ეღირსება.

***

თუ გამარჯვება არის მიზანი,

დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,

მამულისათვის! მამულისათვის!

ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება.

***

ბორჩას ამოდის,მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია.

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია.

***

როგორ დაცხება,როგორ დაცხება

თავისუფალი ხალხის გუნება

თავისუფლება და აღტაცება,

დაუცხრომლობით აღესრულება.

***

მამულისათვის! მამულისათვის!

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია.